რატომ არ უნდა დატოვოთ ღამით გასარეცხი ჭურჭელი? - საქმე მხოლოდ სისუფთავეში არ არის
ამჯერად არ ვსაუბრობთ კომფორტზე ან სისუფთავეზე სამზარეულოში.ცხოვრების აჩქარებულ ტემპში ყოველთვის როდი გვაქვს ადამიანებს საკმარისი დრო საყოფაცხოვრებო საქმეების მოსაგვარებლად. ხშირად ხდება ისე, რომ ვერ ვალაგებთ ისე ხშირად, როგორც გვსურს და შესაძლოა, ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭელიც დაგვიგროვდეს.ამჯერად გვინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რატომ არ უნდა დავტოვოთ გასარეცხი ჭურჭელი ღამით. რატომ ჯობს გადადოთ ყველა საქმე და გარეცხოთ ჭურჭელი. დაგვიჯერეთ, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიძინოთ მშვიდად.
ჩვენი ბებია და ბაბუა ასეთ შეცდომებს არ უშვებდნენ. და საქმე სულაც არ არის იმაში, რომ ისინი სუპერ სუფთები იყვნენ. უბრალოდ, ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ ნიშნების და ეშინოდათ ე.წ. სახლის ანგელოზის გაბრაზების. გასარეცხ ჭურჭელს კი შეეძლო მისი გაბრაზება. ჩვენს წინაპრებს ისიც სჯეროდათ, რომ ამ ანგელოზს სახლის მეპატრონის დასჯაც შეეძლო. მაგალითად, დამალავდა ნივთებს, გამოიწვევდა ქაოსს, გააფუჭებდა რაიმეს.ამის შიშით ჩვენი ბებია და ბაბუები ყოველთვის მოწესრიგებულები იყვნენ და ნივთებიც ყოველთვის დალაგებული და სუფთა ჰქონდათ. ტანსაცმელი წესრიგში იყო, ჭურჭელი ყოველთვის ირეცხებოდა მიეხედავად იმისა, რომ ძველად კომფორტი და წყალგაყვანილობა სახლში ნამდვილად არ იყო. იხილეთ სრულად