26 შაბათი - 2025, აპრილი

თბილისის მერია ე.წ. ტიტანიკის კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

თბილისის მერია ე.წ. ტიტანიკის კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს

თბი­ლი­სის მე­რია ე.წ. ტი­ტა­ნი­კის კორ­პუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ლიფ­ტის შახ­ტში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად, 13 წლის ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა ლი­ბა­ნის ქუჩა N22 არ­სე­ბუ­ლი ე.წ. ტი­ტა­ნი­კის კორ­პუ­სის სა­ხუ­რავ­ზე მოხ­და, სა­დაც მო­ზარ­დი, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად, სკე­იტ­ბორ­დით იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­ზარ­დი სა­ხუ­რა­ვი­დან ლიფ­ტის შახ­ტში ჩა­ვარ­და.ამას­თან, მე­რია გან­მარ­ტავს, რომ ე.წ. ტი­ტა­ნი­კის კორ­პუ­სი ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სწო­რედ ავა­რი­უ­ლო­ბის გამო, კორ­პუს­ში ლიფ­ტი მო­წყო­ბი­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა.

ასე­ვე, თბი­ლი­სის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სი თბი­ლი­სის მე­რი­ამ წლე­ბის წინ და­ი­წყო, გამ­გე­ო­ბამ კი მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ერ­თხელ შეს­თა­ვა­ზა ქი­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და მოს­თხო­ვა გას­ვლა შე­ნო­ბი­დან, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი და­თან­ხმდა, ნა­წი­ლი კი რჩე­ბა მი­სა­მარ­თზე სა­ცხოვ­რებ­ლად.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი კვლავ გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, მოხ­დეს კორ­პუ­სის ჩა­ნაც­ვლე­ბა.

"გვინ­და, მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­თქვათ გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს.

შემ­თხვე­ვა მოხ­და ლი­ბა­ნის ქუჩა N22 არ­სე­ბუ­ლი ე.წ. ტი­ტა­ნი­კის კორ­პუ­სის სა­ხუ­რავ­ზე, სა­დაც მო­ზარ­დი, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად, სკე­იტ­ბორ­დით იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­ზარ­დი სა­ხუ­რა­ვი­დან ლიფ­ტის შახ­ტში ჩა­ვარ­და.

ბავ­შვე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი არ არი­ან.

ე.წ. ტი­ტა­ნი­კის კორ­პუ­სი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სწო­რედ ავა­რი­უ­ლო­ბის გამო, კორ­პუს­ში ლიფ­ტი მო­წყო­ბი­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა.

მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სი თბი­ლი­სის მე­რი­ამ წლე­ბის წინ და­ი­წყო. მო­ბი­ნად­რე­ებს შეგ­თა­ვა­ზათ ქი­რით გაყ­ვა­ნა და “ავა­რი­უ­ლი კორ­პუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის პროგ­რა­მა­ში” მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ერ­თხელ შეს­თა­ვა­ზა ქი­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და მოს­თხო­ვა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გას­ვლა აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბი­დან. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა, ნა­წი­ლი კი რჩე­ბა აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე სა­ცხოვ­რებ­ლად და უარს აცხა­დებს ქი­რით გას­ვლა­ზე.

თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი კვლავ გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, მოხ­დეს კორ­პუ­სის ჩა­ნაც­ვლე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი, ამის­თვის სა­ჭი­როა მო­სახ­ლე­ო­ბის 100%-იანი თან­ხმო­ბა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.