22 სამშაბათი - 2025, აპრილი

რას ამბობს ჟორჟოლიანი ჯუმბერ ბუზალაძის ბრალდებებზე, რომ მას მანქანა ნანუკასთვის გადასაცემად წაართვეს და რას პასუხობს თეა წულუკიანს? | Allnews.Ge

რას ამბობს ჟორჟოლიანი ჯუმბერ ბუზალაძის ბრალდებებზე, რომ მას მანქანა ნანუკასთვის გადასაცემად წაართვეს და რას პასუხობს თეა წულუკიანს?

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე, მო­რი­გი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძემ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და­ე­უფლნენ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მის კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბი­ლებს. ბუ­ზა­ლა­ძის თქმით,იმ­ჟა­მინ­დელ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ) ხელ­მძღვა­ნელ ერეკ­ლე კო­დუ­ას მო­ე­წო­ნათ მისი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლო­ოდ მათ მე­უღ­ლე­ებს - თაკო სა­ლა­ყა­ი­ა­სა და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს გა­და­ე­ცათ. აღ­ნიშ­ნულ­მა ამ­ბავ­მა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რა­საც მოჰ­ყვა მხა­რე­ე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი.

ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძე:

"2005 წე­ლია, გელა ბარ­კა­ლა­ია მო­ვი­და მო­ე­წო­ნა მა­საც მან­ქა­ნე­ბი, ჩემ­თან უფრო მალე გა­ი­ყი­დე­ბაო, და­ვუ­ჯე­რე. გა­და­ვიყ­ვა­ნე ორი­ვე ბარ­კა­ლა­ი­ას ავ­ტო­სად­გომ­ზე, სა­ნა­პი­რო­ზე. ვხე­დავ ჩოჩ­ქო­ლია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ეგ­რე­ვე ჩა­მო­მარ­თვეს გა­სა­ღე­ბე­ბი, უნდა შე­ვა­მოწ­მო­თო. ურე­კავს ერთ-ერთი უფ­რო­სი მათი ზემ­დგომს ეს მან­ქა­ნა უნდა გა­და­ვიყ­ვა­ნო­თო. წა­ვე­დით, გავ­ყე­ვი მეც. მა­შინ "სოდი" იყო წინა მხა­რეს უყე­ნია ორი­ვე, ვუ­ყუ­რებ ჩემს მან­ქა­ნას გული გა­მის­კდა. მო­დის ბა­ტო­ნი მე­რა­ბიშ­ვი­ლი, მო­ე­წო­ნა გა­და­უს­ვა ხელი, ეცი­ნე­ბა... და­ი­წყეს ძი­ე­ბა, შემ­დეგ და­ვუ­კავ­შირ­დი ბა­ტონ ჯონ­დის. გა­ვი­გე, რომ ერთს მე­უღ­ლის­თვის უნ­დო­და და კო­დუ­ას კი­დევ ნა­ნუ­კას­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00 წუ­ლუ­კი­ა­ნის კი­თხვა­ზე თუ სა­ი­დან იცის ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძემ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის მან­ქა­ნე­ბი ვანო მე­რა­ბიშ­ვილს და ერეკ­ლე კო­დუ­ას თა­ვი­სი მე­უღ­ლე­ე­ბის­თვის თაკო სა­ლა­ყა­ი­ა­სა და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის­თვის უნ­დო­დათ, უპა­სუ­ხა, რომ მისი და­კი­თხვა სა­ბურ­თა­ლო­ზე "სო­დის" შე­ნო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის მე­უღ­ლე ერეკ­ლე კო­დუა.

"ერთ გო­რელს ჰყავ­და ჩემ­ნა­ი­რი ტო­ი­ო­ტა შინ­დის­ფე­რი თუ წი­თე­ლი ფე­რის, ედა­ვა და ვერ წა­არ­თვა, მე მო­მე­რია. ნა­ნუ­კა შე­მო­ვარ­და გა­მო­ძი­ე­ბის დროს ორი ოპე­რა­ტო­რით, გა­და­მი­ღო, მეთ­ქი რა ხდე­ბა, სამი ად­ვო­კა­ტი მყავ­და ისი­ნი მიხ­ვდნენ ვინც იყო, მე ვერ მივ­ხვდი უცებ, რო­მელ­მაც გა­მო­მა­ცხა­და "რუს­თა­ვი 2"-ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რომ ვარ თით­ქოს ია­კუ­ძას მა­ფი­ო­ზებ­თან შეკ­რუ­ლი, ჩავ­დი­ვარ ია­პო­ნი­ა­ში, ვა­პარ­ვი­ნებ მან­ქა­ნებს, გა­დამ­ყავს დუ­ბა­ი­ში და დუ­ბა­ი­დან მომ­ყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - თქვა ბუ­ზა­ლა­ძემ.

"1 წელი იჯე­ქი ცი­ხე­ში, ამ მან­ქა­ნე­ბის გამო, რათა ნა­ნუ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ანს და თაკო სა­ლა­ყა­ი­ას ჰყო­ლო­დათ თქვე­ნი მან­ქა­ნე­ბი, ამას გვიხ­სნით?" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა წუ­ლუ­კი­ან­მა ბუ­ზა­ლა­ძეს კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­და­პი­რი ეთე­რი ჩარ­თო და მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს უპა­სუ­ხა.

"ნა­ნუ­ლას მი­მარ­თვა ჯა­ლა­თე­ას" - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ვი­დე­ო­ში შემ­დეგს ჰყვე­ბა:

"თეა წუ­ლუ­კი­ან­მა კო­მი­სი­ა­ზე დღეს ბევ­რჯერ მახ­სე­ნა, რაც ნიშ­ნავს, რომ ქალ­ბა­ტონ თეას სწორ ნერვზე ხვდე­ბა, რა­საც მისი მა­მის და მისი მი­სა­მარ­თით ვწერ.

დღეს, ქალ­ბა­ტონ­მა თეამ ვინ­მე ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძე მო­იყ­ვა­ნა ეთერ­ში, რო­მე­ლიც სა­უბ­რობ­და, რომ მე რე­პორ­ტა­ჟი გა­მი­კე­თე­ბია 2000-ან წლებ­ში და მას ჰბ­რალ­დე­ბო­და ია­პო­ნურ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუფ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და თურ­მე ამის უკან იდგა ის, რომ მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა მნდო­მე­ბია.

ეს ამ­ბა­ვი არის სიც­რუე, ეს ადა­მი­ა­ნი არც მახ­სოვს, რო­გორც რეს­პონ­დენ­ტი. ახლა გე­ტყვით, რა არის სი­მარ­თლე - 2000-ია­ნებ­ში ამ ქა­ლაქ­ში და ამ ქვე­ყა­ნა­ში, მა­შინ, როცა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ძველ ბი­ჭებ­თან მე­გობ­რობ­და, მის მე­გობ­რებს შე­მოჰ­ყავ­დათ მო­პა­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბი. მა­შინ "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ" მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს მო­პა­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ჩა­მო­ერ­თვათ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ ვიხ­სე­ნებ და ბა­ტო­ნი ჯუმ­ბე­რია ერთ-ერ­თია მათ შო­რის. ხდე­ბო­და მან­ქა­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და გა­და­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის. ეს ის დროა, როცა ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სურ დო­ტა­ცი­ა­ზეა ყვე­ლა. მახ­სოვს, მა­შინ­დე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­წე­რი­ლი პრე­მი­ე­ბი ყვე­ლა იმ ჩი­ნოვ­ნი­კის­თვის, რო­მე­ლიც ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და. ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 2004-2006 წლე­ბი.

ხდე­ბო­და მო­პა­რუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და გა­და­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, და­დი­ოდ­ნენ მი­ნის­ტრე­ბი, მო­ად­გი­ლე­ე­ბი, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ნამ­დვი­ლად იყო ერთი ასე­თი ფაქ­ტი, რო­მელ­საც მე ვა­დას­ტუ­რებ და არა­სო­დეს და­მი­მა­ლია ეს ამ­ბა­ვი. რო­დე­საც ერთ-ერთი ასე­თი ჩა­მორ­თმე­უ­ლი მან­ქა­ნით და­დი­ო­და მა­შინ­დე­ლი სო­დის უფ­რო­სი ერეკ­ლე კო­დუა, საბა კო­დუ­ას მამა და იმი­ტომ მე მა­შინ მისი მე­უღ­ლე ვი­ყა­ვი, მეც ვი­ყა­ვი იმ მან­ქა­ნა­ში. ჩემ­თვის ის მან­ქა­ნა არა­ვის გად­მო­უ­ცია, ეს ტყუ­ი­ლია, რომ პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში იყო, უბ­რა­ლოდ, მე ვი­ჯე­ქი ჩემი მე­უღ­ლის მან­ქა­ნა­ში, რო­მე­ლიც მა­შინ წარ­მო­ად­გენ­და იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს და იმ სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც იყე­ნებ­და ასეთ ჩა­მორ­თმე­ულ მან­ქა­ნებს.

ახლა მე­ო­რე ამ­ბა­ვი, ვკი­თხუ­ლობ ქალ­ბა­ტონ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ნა­ნუ­კას რომ ეძა­ხის სა­კუ­თარ თავს, სი­ნამ­დვი­ლე­ში მას ნა­ნუ­ლი ჰქვია. თეა, რამ გა­გაბ­რა­ზა ჩემო საყ­ვა­რე­ლო, მე­გო­ნა, რომ წყო­ბი­ლე­ბი­დან ასე მარ­ტი­ვად ვერ გა­მო­დი­ო­დი. ეს რა გი­ქე­ნი და რა დაგ­მარ­თე, ნა­ნუ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნით მო­მარ­თავ ამ­ხე­ლა თავ­მჯდო­მა­რე ქალი ამ­ხე­ლა კო­მი­სი­ა­ზე. ძა­ლი­ან გა­მიბ­რა­ზე­ბი­ხარ..."