
კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს მეუღლეს, სოფი გრეგუარს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, პრემიერ-მინისტრის მეუღლე თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.
რაც შეეხება თავად ტრიუდოს, მას ვირუსზე ტესტი არ ჩატარებია, ვინაიდან COVID-19-ის სიმპტომები არ აქვს, თუმცა, პრემიერ-მინისტრი იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში დარჩება.