კორონავირუსის გამო ლას-ვეგასში არსებული ყველა სამორინე დაიხურა
კორონავირუსის საფრთხის გამო აშშ-ის შტატ ნევადის ხელისუფლებამ კომერციული ობიექტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად შტატის ყველა სამორინე, რესტორანი და არასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე კომერციული ობიექტი დაიხურა.
ამ გადაწყვეტილების გამო აშშ-ის აზარტული თამაშების დედაქალაქად წოდებულ ქალაქ ლას-ვეგასში ყველა სამორინე 30 დღის განმავლობაში დაიხურა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 105 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
მკითხველის კომენტარები
(0)