
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ის რეპორტიორი დასმული კითხვის გამო გააკრიტიკა და უთხრა, რომ ის ცუდი ჟურნალისტია.
კითხვაზე, თუ რას ეტყოდა იმ ამერიკელებს ვინც შეშინებულია კორონავირუსის გამო, ტრამპმა უპასუხა: "ვეტყოდი, რომ საშინელი რეპორტიორი ხარ. ამას ვეტყოდი". თქვენ სენსაციის მოპოვებას ცდილობთ. ეს ცუდი ჟურნალისტიკაა. სჯობს წახვიდეთ და თქვენს საქმეს მიხედოთ, ვიდრე სენსაციები ეძებოთ", - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ერთობა განსაკუთრებით ძნელია, მაშინ როდესაც ქვეყანაში უნამუსო ჟურნალისტები გყავს.