28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სიახლეები
28.08.2020 / 07:08
შრიფტის ზომა:

ზუგდიდში ავარიას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა - არსებული ინფორმაციით, მანქანას ბავშვის დედა მართავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანას ბავშის დედა მართავდა. შემთხვევა სახლის ეზოში მოხდა.

სოფლის რწმუნებული ედემ კეკუტია "ინტერპრესნიუსს" უბედური შემთხვევის ფაქტს უდასტურებს, თუმცა მართავდა თუ არა ავტომანქანას ბავშვის დედა არ იცის.

"ნამდვილად მოხდა ფაქტი. ეზოდან გაჰყავდა მანქანა, თუმცა არ ვიცი დედა იჯდა საჭესთან თუ სხვა ვინმე. გამოძიება დაწყებულია, როგორც ვიცი, ჯერ არავინ დაუკავებიათ",- აცხადებს სოფლის რწმუნებული.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვი ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ზუგდიდში ავარიას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა - არსებული ინფორმაციით, მანქანას ბავშვის დედა მართავდა | Allnews.Ge