საინტერესო
12.01.2017 / 07:01
შრიფტის ზომა:

ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა გამდიდრებისთვის

ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა გამდიდრებისთვის

რა გზები არსებობს იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს მდიდარი? ყველაზე მარტივი გზა ლატარეაში მოგებაა. თუმცა, ამას იღბალი სჭირდება.

როგორც "ბიზნეს ინსაიდერი" წერს, არის სხვა გზებიც იმისათვის, რომ უფრო მეტი ქონების დაგროვება შევძლოთ.

კერძოდ, ცნობილი ბიზნესმენის, ჰარვ ერეკის წიგნში "მილიონერების საიდუმლო" საუბარია იმ გზებზე, რითიც შესაძლებელია ადამიანმა ქონებრივი მდგომარეობა გაიუმჯობესოს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გთავაზობთ რჩევებს, რომლის განხორციელებაც გამდიდრებაში დაგვეხმარება:

1. დაწერეთ კონკრეტული გეგმები

დაწერეთ გეგმა რამდენი გსურთ, რომ წლიური შემოსავალი გქონდეთ. თუმცა, იყავით რეალისტები და დაწერეთ რეალური დრო, რაც სასურველი სიმდიდრის დაგროვებაში დაგჭირდებათ. ამავე დროს იყავით გაბედულები და არ შეგეშინდეთ დაისახოთ მიზნად სოლიდური თანხის შოვნა. გამოიწვიეთ საკუთარი თავი.

"უპირველესი მიზეზი იმისა, რის გამოც ადამიანები ვერ იღებენ იმას, რაც უნდათ, არის ის, რომ მათ არ იციან ზუსტად, რა სურთ.

მდიდარ ადამიანებს მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული თავიანთი მიზნები", - წერს ბიზნესმენი.

2. შეუერთდით მდიდართა და წარმატებულთა ჯგუფებს

იქნება ეს ჩოგბურთის, გოლფის, თუ ბიზნეს კლუბი. მთავარია გქონდეთ ურთიერთობა წარმატებულ და მდიდარ ადამიანებთან. თუ ვერ ახერხებთ შეუერთდეთ მსგავს კლუბებს, მაშინ თქვენს ქალაქში მდებარე საუკეთესო სასტუმროში ყავა ან ჩაი დალიეთ.

"თქვენი ქონება ხშირ შემთხვევაში არის სარკე იმისა, თუ ვინ არიან თქვენი საუკეთესო მეგობრები".

3. იკითხეთ ბევრი, ჩადეთ ინვესტიცია სხვადასხვა სემინარებსა და ლექციებში

ინდუსტრიის, ინვესტიციების, მეწარმეობის შესახებ მუდმივი ინფორმაციის მიღება არის მნიშვნელოვანი.

მდიდარი ადამიანები მუდმივად სწავლობენ და პროფესიულად იზრდებიან. ამასთან ისინი სწავლობენ როგორ უნდა გახდნენ უფრო წარმატებულები.

4. მოიფიქრეთ სამი გზა, რომლითაც მიიღებთ შემოსავალს (სამსახურის დაწყების გარდა)

ეს შესაძლოა იყოს, ინვესტიცია ან მეწარმეობა. წაიკითხეთ ინვესტირების სტრატეგიების შესახებ, ასევე ეცადეთ მოიფიქროთ კრეატიული იდეები.

5. სცადეთ ყველა ალტერნატივა

მდიდარი ადამიანები არასოდეს ამბობენ "ან ეს, ან ის". ისინი ამბობენ "ორივე".

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მათ უნდა აირჩიონ ან ფული, ან ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც არასწორია.

6. დაწერეთ პრობლემა, რაც გაქვთ ცხოვრებაში და 10 კონკრეტული ქმედება, რაც ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არის საჭირო

ეს თქვენ არა პრობლემაზე ფიქრისკენ, არამედ გამოსავალზე ფიქრისკენ გიბიძგებთ.

7. წაიკითხეთ რომელიმე მდიდარი ან ძალიან წარმატებული ადამიანის ბიოგრაფია

მსგავსი წიგნების კარგი ვარიანტია "ენდრიუ კარნეგი", "სტივ ჯობსი", "ტიტანი: ჯონ როკფელერის ცხოვრება" და ასე შემდეგ.

8. გამოიჩინეთ სურვილი რაიმე ნივთების ქონის ან ყოლის, რაც მაგალითად სხვებს აქვთ

დაათვალიერეთ ლამაზი სახლები, ძვირადღირებული ავტომობილები, წაიკითხეთ წარმატებული ბიზნესსაქმიანობის შესახებ. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ სხვა წარმატებული ადამიანების შეგშურდეთ, ეცადეთ თქვენც იგივეს მიაღწიოთ. ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა გამდიდრებისთვის არის იმის სწავლა თუ როგორ იშოვა სხვა ადამიანმა ფული.

9. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ფული თქვენი მეგობარია

ყოველდღე შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ფული არის კარგი რამ. თუ გინდათ რომ მოიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ფული, ის უნდა მიიღოთ არა როგორც მტერი, არამედ როგორც ყველაზე დიდი მოკავშირე.

10. დაწერეთ კონკრეტულად რატომ არის ქონების დაგროვება თქვენთვის მნიშვნელოვან

მდიდარი ადამიანები შეპყრობილები არიან იმის სურვილით, რომ იყვნენ უფრო წარმატებულები და უფრო მდიდრები. შესაბამისად, უფრო მეტად ცდილობენ ქონების დაგროვებას.

მომზადებულია "ბიზნეს ინსაიდერის" მიხედვით.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სრულიად ახალი „კოსმო“ პაკეტები სილქნეტისგან | Allnews.Ge

სრულიად ახალი „კოსმო“ პაკეტები სილქნეტისგან

სილქნეტი, 1 თებერვლიდან, „კოსმო“ პაკეტებში სასაუბრო წუთებს, SMS-ებს, ინტერნეტის მოცულობებს, ავტომატურად განახლებადი პირობით შეთავაზებს მობილური ქსელის მომხმარებლებს.

აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ბევრად მეტი ინტერნეტი, უამრავი სასაუბრო დრო და ულიმიტო SMS კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად, აირჩიონ 14 და 28 დღიანი ინტერნეტ პაკეტები მომგებიანი პირობით, ან ერთდროულად რამდენიმე პაკეტი გაიაქტიურონ.

დღიური კოსმო პაკეტი:

• ფასი 1.5 ₾

• ვადა 24 საათი

• ულიმიტო სასაუბრო ყველა ქსელზე, SMS, 500 მბ ინტერნეტი;

კოსმო პაკეტი:

• ფასი - 7 ₾

• ვადა 28 დღე

• 100 წთ ყველა ქსელზე, ულიმიტო სმს, 1 გბ ინტერნეტი;

მეგა კოსმო პაკეტი:

• ფასი - 12 ₾

• ვადა 28 დღე

• 220 წთ ყველა ქსელზე, ულიმიტო SMS, 1.5 გბ ინტერნეტი;

კოსმო მაქს პაკეტი:

• ფასი - 30 ₾

• ვადა 28 დღე

• ულიმიტო სასაუბრო ყველა ქსელზე, ულიმიტო SMS, 5 გბ ინტერნეტი;

კოსმო 2GB ინტერნეტი:

• 2GB - 3 ₾; ვადა 14 დღე

• 2GB - 5 ₾; ვადა 28 დღე

კოსმო 6GB ინტერნეტი:

• 6GB - 6 ₾; ვადა 14 დღე

• 6GB - 10 ₾; ვადა 28 დღე

აქციაში ჩართვა შესაძლებელია, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

პაკეტების აქტივაცია, მოცულობების გადამოწმება, განახლების პირობის გამორთვა შესაძლებელია კომბინაციით *200#. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში, აბონენტი შეძლებს ყველა პაკეტის ბონუსით სარგებლობას ვადის ფარგლებში, თუმცა განახლება მოხდება მხოლოდ ბოლოს შეძენილი პაკეტის.

განახლების მომენტისთვის ანგარიშზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, პაკეტები ავტომატურად დაპაუზდება, აპლიკაციით "My Silknet", პორტალით ან ჩასარიცხი აპარატით საკმარისი თანხით ბალანსის შევსებამდე.

სასაუბრო წუთებს მომხმარებელები გამოიყენებენ ყველა ადგილობრივ ქსელზე, გლობალსელის და ასანეტის მიმართულების გარდა.

სმს-ები გავრცელდება სტანდარტულად ყველა იმ მიმართულებით, სადაც გზავნილის ფასი შეადგენს სტანდარტულ ფასს. 1 MB-ის ფასი პაკეტის ვადის ფარგლებში ინტერნეტ მოცულობის ამოწურვის შემდეგ 0.10 ლარი.

აირჩიე სასურველი ვადის და მოცულობის შერეული პაკეტიდან შენზე მორგებული ვარიანტი ან გამოცადე უსწრაფესი ინტერნეტ პაკეტების სრუალიად ახალი, კოსმიური 7ჯერ უფრო სწრაფი სიჩქარე.აკრიფე *200# და გააკეთე შენი კოსმიური არჩევანი:

https://silknet.com/?module=products&language=ge&product_id=66&type_id=5

(R)

გაზიარება