მსოფლიო
07.11.2018 / 11:11
შრიფტის ზომა:

ევროკავშირში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მიდგომას ცვლიან

ევროკავშირში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მიდგომას ცვლიან

მიმდინარე კვირას ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანები არ კარგავენ კომპენსაციის უფლებას გამოუყენებელი შვებულებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ შვებულება არ მოუთხოვიათ.

გერმანიაში მომხდარი ოთხი შემთხვევის განხილვის შემდეგ სასამართლომ უფრო მეტი უფლება მიანიჭა დასაქმებულებს შვებულების დროის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

რა დაადგინა სასამართლომ ?

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

• თანამშრომლები ავტომატურად არ კარგავენ შვებულების დღეებს ან უფლებას რომ მოითხოვონ შვებულების დროის სანაცვლო კომპენსაცია - იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ ეს შვებულება არ მოუთხოვიათ.

• თანამშრომელმა შეიძლება დაკარგოს აღნიშნული უფლება იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი დაამტკიცებს, რომ დასაქმებულს შვებულების აღების საკმარისზე მეტი შესაძლებლობა მისცა.

• დადგენილება განსაკუთრებით ეხებათ იმ თანამშრომლებს, რომელთა კონტრაქტი ამოიწურა ან შეწყდა.

• თუმცა სასამართლომ უარყო თავისი დადგენილების ნებისმიერი ინტერპრეტაცია, რომელიც დასაქმებულებს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვათ შვებულების დღეების გამოყენებაზე იმ მიზნით, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია უზრუნველეყოთ, სასამართლოს განმარტებით, მსგავსი ქმედება არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას ყოველწლიური ანაზღაურებული შვებულების შესახებ.

• ევროკავშირის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადამიანი ანაზღაურებული შვებულების უფლებას გარდაცვალების შემთხვევაშიც კი არ კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრები და მემკვიდრეები გამოუყენებელი შვებულების დღეების სანაცვლოდ კომპენსაციას მიიღებენ.

რა იყო ის ოთხი ქეისი, რომელიც სასამართლომ განიხილა

ორ შემთხვევაში საქმე ეხებოდა გარდაცვლილი ადამიანის შვებულების გამოუყენებელ დღეებს. ორი ქვრივი იმ დღეების სანაცვლოდ, რომლებიც მათმა მეუღლეებმა ვერ გამოიყენეს კომპენსაციას ითხოვდნენ. გერმანიის კანონმდებლობით მათ ეს უფლება არ ჰქონდათ.

კიდევ ორ შემთხვევაში ისმოდა კითხვა იწურება თუ არა შვებულების დღეები მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში?

გერმანიაში ლეგალურად მყოფმა სტაჟიორმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 5 თვის განმავლობაში შვებულება არ აეღო, სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვა, დამსაქმებელმა აღნიშნა, რომ მისთვის შვებულების აღება არავის დაუშლია და ამის გამო კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა.

კიდევ ერთ შემთხვევაში კი Max Planck Society-ის ყოფილ თანამშრომელს 51 დღის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება სურდა, რომელიც მან 2 წლის განმავლობაში არ გამოიყენა, მის დამსაქმებელსაც ანალოგიური არგუმენტი ჰქონდა.

გერმანული კანონი შვებულების შესახებ

თანამშრომლები, რომლებიც გერმანიაში ხუთი დღის განმავლობაში მუშაობენ, წელიწადში სულ მცირე 20-დღიან შვებულებას აძლევენ, თუმცა ყველაფერი მაინც კონტრაქტზეა დამოკიდებული, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შვებულება უფრო მეტ დღესაც ითვალისწინებს. გერმანული კანონმდებლობის თანახმად, შვებულების დღეები ერთი წლის განმავლობაში უნდა ამოიწუროს, თუმცა შვებულება შეიძლება ასევე შემოინახო შემდეგი წლისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა დახარჯო შემდეგი წლის მარტის ბოლომდე. გერმანულ ისევე როგორც ევროკავშირის კანონმდებლობაში გაწერილია, რომ შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურება არ ხდება ერთი გამონაკლსის გარდა, როდესაც კონტრაქტის შეწყვეტა ხდება. გერმანიის სასამართლო კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ადამიანს გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შვებულების შესახებ მათი განცხადება არ დაკმაყოფილდება.

რა მოხდა შემდეგ?

გერმანიის სასამართლომ ევროკავშირის სასამართლოს მიმართა, რათა შვებულებებთან დაკავშირებით ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მითითებები მიეღო. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახლა გერმანულ სასამართლოებში დაბრუნდება, სადაც ზემოთ მოყვანილ შემთხვევებთან დაკავშირებით საბალოო განაჩენს გამოიტანენ.

მკითხველის კომენტარები
(2)

სასაცილოააა
31 ოქტომბერი , 2018 10:10

კი მაგრამ ამ ეგრედწოდებულ იმედს ვინმე უყურებს? ტელევიზიაა ქვია ხო მგონი ამას :)))

ნუგო
31 ოქტომბერი , 2018 06:10

აბა თქვენ იცით

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აშშ-ში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა - იხილეთ ფოტოები | Allnews.Ge

აშშ-ში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა - იხილეთ ფოტოები

აშშ-ში, ოკლაჰომაში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა. ვეტერინარებმა მას სკიპერი დაარქვეს და ამბობენ, რომ როგორც სხვა ახალდაბადებულ ლეკვებს, მასაც უყვარს ჭამა და წყლის დალევა. ექიმები ლეკვს "ნამდვილ სასწაულს“ უწოდებენ.

"თავიდან გვეგონა, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ ის ჯანმრთელი და ჯანსაღია, უბრალოდ ცოტა განსხვავებულად გამოიყურება, რადგანაც 6 ფეხი აქვს“ - ამბობს ვეტერინარი.

CNN-ის ცნობით, სკიპერი 16 თებერვალს ბუნებრივი გზით, თავის დებთან და ძმებთან ერთად დაიბადა. ამ დროისთვის ლეკვი ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშაა.

 

"ის ძლიერი გოგოა და უყვარს, როცა მასზე ზრუნავენ. შესაძლოა, რამდენიმე ოპერაცია ჩავუტაროთ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი გვაქვს. ვაგრძელებთ მასზე მონიტორინგს და ისე მოვიქცევით, რომ სრულფასოვნად ცხოვრება შეძლოს“, - ამბობს ლეკვზე მზრუნველი ექიმი.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, შეძლებს თუ არა ის სიარულს შესაბამისი თერაპიის, ან ქირურგიული ჩარევის გარეშე. სკიპერი აფთრისებრთა ძაღლის ჯიშს მიეკუთვნება.