საინტერესო
28.07.2021 / 07:07
შრიფტის ზომა:

მითები გიორგი სააკაძის შესახებ - რა სიტყვებს მიაწერენ დიდ მოურავს, რომლებიც მას არასდროს უთქვამს

მითები გიორგი სააკაძის შესახებ - რა სიტყვებს მიაწერენ დიდ მოურავს, რომლებიც მას არასდროს უთქვამს

სტატია ჟურნალ "ისტორიანში" დაიბეჭდა გურამ ყორანაშვილის წიგნის "ავკარგიანობა გიორგი სააკაძისა (ჩვენი ეროვნული გმირი თუ ქართველი ალკიბიადე?)" მიხედვით

გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის თე­მა ვერ ას­ც­და ახ­ლე­ბურ მი­თის­მ­თხ­ზ­ვე­ლო­ბას. მო­ვი­ტანთ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მა­გა­ლი­თებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბით კი არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, არა­მედ ბეჭ­დუ­რი სა­ხი­თაც, მეც­ნი­ე­რე­ბის პრე­ტენ­ზი­ი­თაც ვრცელ­დე­ბა. ეს კი თა­ვის მხრივ ხალ­ხის მა­სა­ში მეტ ნდო­ბას აღ­ძ­რავს შე­სა­ბა­მი­სი "ფაქ­ტე­ბი­სად­მი".

ერთ-ერ­თი ამათ­გა­ნი გახ­ლავთ ვი­თომ­დაც გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის მი­ერ გე­ლათ­ში წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვა: "ყო­ვე­ლი­ვე ჩე­მი გან­ზ­რა­ხუ­ლი უნ­და აღ­ს­რულ­დეს. ქარ­თ­ლ­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბით და მა­ლეც!.. დი­დი ხა­ნია გა­ვი­გე: მხო­ლოდ ქარ­თ­ველ­თა სა­მე­ფო­ე­ბის (მხო­ლოდ, სამ­თავ­რო­ე­ბის არა?! - გ. ყ.) გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, მე­ფის ერ­თხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის(!) გან­მ­ტ­კი­ცე­ბით შე­იძ­ლე­ბა აღორ­ძინ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო. გე­ფი­ცე­ბი, ჩე­მო მე­ფევ, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს!.. მე გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე, მო­უ­რა­ვი, პირ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, წმინ­დათ და კვლა­ვაც შე­ვას­რუ­ლებ შენს ან­დერძს: "ნი­კოფ­სი­ი­დან და­რუ­ბან­დამ­დე!"

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დი­დად სამ­წუ­ხა­როდ, გი­ორ­გი სა­ა­კა­ძემ "და­ვი­თის საფ­ლავ­თან სა­ჯა­როდ გაცხა­დე­ბუ­ლი მი­ზა­ნი" ვერ აღას­რუ­ლა, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ასე­თი სიტყ­ვე­ბი მას არც წარ­მო­უთ­ქ­ვამს. მარ­თა­ლია, იგი იმ­ყო­ფე­ბო­და იმე­რეთ­ში მე­ფე გი­ორ­გი IV-სთან, შეხ­ვ­დე­ბო­და უფ­ლის­წულ ალექ­სან­დ­რე­საც, მაგ­რამ მსგავ­სი რამ არ მომ­ხ­და­რა. მო­ტა­ნი­ლი სიტყ­ვე­ბი უახ­ლე­სი ხა­ნის ჩვე­ნი მა­სობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის შესაფერისი ფან­ტა­ზიაა. ფოტო: ნიკოლოს ბარათაშვილი.

თით­ქოს გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის ფარს ამ­შ­ვე­ნებ­და ამ­გ­ვა­რი წარ­წე­რა: "ბედ­ნი­ე­რია ის, ვი­საც სამ­შობ­ლო­სათ­ვის უძ­გერს გუ­ლი". ესეც წმინ­და წყლის გა­მო­ნა­გო­ნია და მი­სი წყა­რო გახ­ლავთ რუ­სი მწერ­ლის, ანა ან­ტო­ნოვ­ს­კა­ი­ას რო­მა­ნი "დი­დი მო­უ­რა­ვი". მთლად უსა­ფუძ­ვ­ლოა დი­დი მო­უ­რა­ვის შე­გო­ნე­ბა: "გახ­სოვ­დეთ, მა­მა­ცო­ბით გან­თ­ქ­მულ­ნო რა­ინ­დ­ნო, ბრძო­ლას იგებს უშიშ­რო­ბა(!), სინ­დი­სი და პა­ტი­ოს­ნე­ბა!"

თით­ქოს სო­ფელ კველ­თა­ში მოს­ვ­ლამ­დე თურქ-ოს­მალ­თა და ყი­რი­მელ თა­თარ­თა ლაშ­ქარ­მა ცხრა შემ­ხ­ვედრ ქარ­თ­ველს უბ­რ­ძა­ნა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ცხი­რეთ­ში ლუ­არ­საბ II-ის სა­ზაფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი გზა, მაგ­რამ ამა­ზე ყვე­ლა ამათ­გან­მა უარი გა­ნაცხა­და, შე­დე­გად მომ­ხ­დუ­რებ­მა თით­ქოს მათ თა­ვე­ბი მოჰ­კ­ვე­თეს. ამათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით კი თევ­დო­რე მღვდელ­მა მოქ­მე­დე­ბის სულ სხვა­ნა­ი­რი გზა აირ­ჩია, რაც ყვე­ლას კარ­გად მოგ­ვეხ­სე­ნე­ბა. მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბაც წმინ­და წყლის გა­მო­ნა­გო­ნია. დი­დად სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ­გ­ვარ "გად­მო­ცე­მას" თვით "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი" ის­ტო­რი­კო­სე­ბი ავ­რ­ცე­ლე­ბენ.

თით­ქოს ჩვენს დი­დ პო­ეტს, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილს ასე ეთ­ქ­ვას: "რა ამოძ­რა­ვებ­და მის (ე.ი. გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის) ჭკუა-გო­ნე­ბას და ნე­ბის­ყო­ფას: თვით­მ­პყ­რო­ბე­ლო­ბი­სას(!) კერ­პი თუ სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი? შენ (ად­რე­სატს არ ასა­ხე­ლე­ბენ. - გ.ყ.) ის აზ­რი გა­წუ­ხებს, რო­დის გა­დაწყ­ვი­ტა გი­ორ­გი სა­ა­კა­ძემ აჯან­ყე­ბა, - მა­ნამ­დე, სა­ნამ ხელთ იგ­დებ­და შა­ჰის მსტო­ვარს ბა­რა­თით, თუ მე­რე, მაგ­რამ ის­ტო­რი­ას ამას­თან არა­ფე­რი(?!) ესაქ­მე­ბა. მარ­ტყო­ბი(!) ეს ის არის, რი­სი გუ­ლის­თ­ვი­საც მო­ევ­ლი­ნა (ი­გი) ამ ქვე­ყა­ნას. მარ­ტყო­ბი(!) სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნაა. მარ­ტყო­ბი(!) ის ჭრი­ლო­ბაა, რომ­ლის­გა­ნაც ვე­ღარ გა­ნი­კურ­ნა შაჰ-აბა­სი. მარ­ტყო­ბი(!) გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის ბე­დის­წე­რაა და სხვა და­ნარ­ჩე­ნი წვრილ­მა­ნი კა­ცუ­ნე­ბის მო­ნა­ჭო­რი­ა.... წაიკითხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები
(1)

ავთო
03 სექტემბერი , 2020 11:09

მაგ ფასად გაცილებით უკეთესაი ტურის დაგეგმვაც შეიძლება. თან არაკომფორტული იქნება 70 დღე სულ გზაში ყოფნა

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სტარტაპების დაფინანსების უპრეცედენტო მასშტაბები - გლობალური სტარტაპ ფონდი მესამე ღონისძიებას მართავს | Allnews.Ge

სტარტაპების დაფინანსების უპრეცედენტო მასშტაბები - გლობალური სტარტაპ ფონდი მესამე ღონისძიებას მართავს

საერთაშორისო ვენჩურული ფონდები და ენჯელ ინვესტორები აშშ-დან, ისრაელიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ენჯელ ინვესტორები საქართველოდან, მსოფლიოს უმსხვილესი MIT-ს სამეწარმეო ცენტრის წევრობა, ახალი საინვესტიციო პროდუქტი და დემო დღე, რომელიც მაისში BTU-ს ორგანიზებით გაიმართება - გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და სტარტაპების შერჩევას იწყებს.

BTU-ს ბაზაზე, ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი სტარტაპების დაფინანსებისთვის მაისში ემზადება.

რიგით მესამე ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო პარტნიორებს, მსხვილ ინვესტორებს და სტარტაპ ეკოსისტემის გამორჩეულ მონაწილეებს მსოფლიოდან. გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე დაფუძნდა და პირველი მსხვილი დაფინანსება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში განახორციელა. ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად.

გლობალური სტარტაპ ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, ახდენს საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, ორგანიზებას უკეთებს შეხვედრებს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუციებთან და საქართველოში შექმნილი სტარტაპებისთვის ხსნის წვდომას დაფინანსების სხვადასხვა წყაროებთან.  

2021 წლის თებერვლიდან, MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, გაჩნდა შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ღონისძიებებზე და დემო დღეებზე დასწრების და საერთაშორისო ბაზარზე სწრაფი განვითარების. აღნიშნული შესაძლებლობებით გლობალური სტარტაპ ფონდის შერჩეული კომპანიები ისარგებლებენ.

ფინანსებთან წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიულმა პარტნიორმა, თიბისი სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

(R)