
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა Moderna-სა და Pfizer/ BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცოს, რაც მათი ევროპაში განაწილების შესაძლებლობას შექმნის, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინების შეფასების მიზნით ევროპის მედიცინის სააგენტო (EMA) აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასთან დისკუსიებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
„თუ ყველა პროცედურა შეუფერხებლად წარიმართება, ევროპის მედიცინის სააგენტომ, Pfizer / BioNTech და Moderna– ს ვაქცინებს, ავტორიზაცია, შესაძლოა, დეკემბრის მეორე ნახევარში მიანიჭოს,“- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
ცნობისათვის, ევროკომისიას ვაქცინების წინასწარ შეკვეთის მიზნით დღემდე ხუთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული : შვედურ-ბრიტანულ კომპანია AstraZenaca- სთან, ამერიკულ კომპანია Johnson & Johnson- თან, ფრანგულ-ბრიტანულ დუეტ Sanofi-GSK- თან, აშშ-გერმანულ დუეტ Pfizer / BioNTech- სა და გერმანულ CureVa- სთან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ევროპის წამლების სააგენტოს" მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია".
როგორც BBC წერს, ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ ის ვაქცინასა და სისხლის შედედების იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირის შესწავლას განაგრძობს.
ამასთან, საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.
"ცოტა ხნის წინ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში.
აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმაეკატერინე ტიკარაძემ.
ჯგუფმა საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მკითხველის კომენტარები
(0)