საზოგადოება
24.01.2017 / 09:01
შრიფტის ზომა:

"სისხლის სამართლის კოდექსში" ახალი ცნება "ადევნება" შემოდის, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება

"სისხლის სამართლის კოდექსში" ახალი ცნება "ადევნება" შემოდის, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება

"სისხლის სამართლის კოდექსში" ახალი ცნება - "ადევნება" შემოდის, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს ეხება, მათ შორის, "სისხლის სამართლის კოდექსში" შემოდის ახალი ცნება - "ადევნება", რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ცვლილებების თანახმად, "ადევნება" განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ცვლილებების თანახმად, ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც "სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი" დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებით სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისთვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

Horse Island- ნახეთ ულამაზესი კუნძული, რომელიც უცნობმა პირმა ნახვის გარეშე 6 მილიონად იყიდა | Allnews.Ge

Horse Island- ნახეთ ულამაზესი კუნძული, რომელიც უცნობმა პირმა ნახვის გარეშე 6 მილიონად იყიდა

ირლანდიის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში ძალიან პატარა, თუმცა ულამაზესი კუნძული- Horse Island-ს მდებარეობს.

CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კუნძული 6.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. მისი ახალი მფლობელის ვინაობა მედიისთვის უნცობია. აღსანიშნავია, რომ მას კუნძული ყიდვამდე პირადად არ უნახავს და მხოლოდ WhatsApp-ის ვიდეოზარის მეშვეობით დაათვალიერა.

კუნძულზე პირველად ადამიანები მე-19 საუკუნეში დასახლდნენ, მაშინ, როდესაც იქ სპილენძის მომპოვებელი მაღარო ფუნქციონირებდა და მისმა მოსახლეობამ 137 ადამიანს მიაღწია. თუმცა, მოგვიანებით მაღარო დაიხურა და დასახლებაც მალევე გაუკაცრიელდა. ამის შემდეგ კუნძული კერძო პირების ხელში მოხვდა და რამდენჯერმე გაიყიდა.

დღესდღეობით Horse Island-ზე მდიდრული ვილა და სტუმრებისთვის განკუთვნილი რამდენიმე კოტეჯია მოწყობილი.

ამასთან, კუნძულს საკუთარი ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაციის სისტემა და პორტი აქვს. ამას გარდა, Horse Island-ზე მცირე ზომის ვერტმფრენის დასაჯდომი, ტენისის კორტი და სპორტული დარბაზია მოწყობილი.

გამოცემის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემია მთელს მსოფლიოში გავრცელდა კერძო კუნძულებზე მოთხოვნა გაიზარდა. მდიდარი ადამიანები საზოგადოებასთან კონტაქტს ერიდებიან და იზოლირებულად დასვენებას ამჯობინებენ.