24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
21.03.2017 / 08:03
შრიფტის ზომა:

რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა გორის ქარის ელექტროსადგურმა გუშინდელი ქარიშხლის დროს

გორის ქარის ელექტროსადგური, ძლიერი ქარის გამო გუშინ, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა - ამის შესახებ Allnews.ge-ს "ქართლის ქარის ელელქტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქარის ელექტროსადგურმა გუშინ მხოლოდ 201 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლო.

"ასე ცოტა იმიტომ გამოიმუშავა, რომ ქარის 25მ/წმ სიჩქარეზე ტურბინა ავტომატურად ითიშება და როგორი ძლიერი ქარიც არ უნდა იყოს, აღარ იმუშავებს,"-განმარტავს ის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამჟამად, გორის ქარის ელექტროსადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. თორნიკე ყაზარაშვილის თქმით, დღეს, დილის 10:00 საათის მდგომარეობით, 207 მეგავატი ელექტროენერგიაა გამომუშავებული.

"ძლიერი ქარის შემთხვევაში, ელექტროსადგურის დაზიანების საფრთხე არ არის, რადგან მას თავდაცვის მექანიზმი ისეთი აქვს, რომ კომპიუტერი თვითონ ხვდება, ტურბინები როდის გათიშოს და როდის ჩართოს,"-აღნიშნავს ყაზარაშვილი.

გორში ქარის 20,7 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, რომლის აგებაშიც 34 მილიონი დაიხარჯა, ორ კვირაში 700 000 კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ელექტროსადგურის მშენებლობა პარტნიორმა კომპანიებმა, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა," "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" და "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა. ის ექვსი აგრეგატისგან შედგება და თითოეული მათგანის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.

მარიამ მენაბდიშვილი

მკითხველის კომენტარები
(11)

ლევანი
23 მარტი , 2017 12:03

ჩილეში, ქარის ელექტროსაგურების ფართო ქსელმა მოიტან ის რომ, ქვეყანაში დენის ფულს, მოსახლეობა არ იხდის.ნუთუ საქართველოში არ მოინახება პატრიოტი და ამ საქმის მცოდნე ადამიანი?

გიორგი კორძახია
23 მარტი , 2017 06:03

საჭიროა, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავითვალისწინოთ ეკოლოგიაც. ქარის ელექტროსადგური ეკოლოგიურად ყველაზე მომგებიანია. ახასიათებს უარყოფით ფაქტორებში მცირე ხმაური, ამიტომაც იდგმება ქალაქიდან შორს. რაც მტტავარია ქარის ელსადგურის ფუნქციონირება ყველაზე ეფექტურია ზამთარში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება ძლიერ შეზღუდულია

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა გორის ქარის ელექტროსადგურმა გუშინდელი ქარიშხლის დროს | Allnews.Ge