მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" ლეონარდო დიკაპრიოს გადაეცა - იხილეთ გამარჯვებულები
ლოს ანჟელესში "ოსკარების" გადაცემის 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოება ტრიუმფით დასრულდა ფილმებისთვის "რევენანტი" და "შეშლილი მაქსი". "რევენანტმა მთავარ ნომინაციებში გაიმარჯვა და ჯამში 3 ჯილდო მიიღო 12 ნომინაციიდან, ხოლო "შეშლილი მაქსი" გამარჯვებული გახდა პრაქტიუკულად ყველა ტექნიკურ ნომინაციაში. მან ჯამში 10 შესაძლებელიდან 6 ჯილდო მოიპოვა.
რაც შეეხება მთავარ კატეგორიებს: წლის ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა "სფოთლაითი", წლის რეჟისორის კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა "რევენანტის" რეჟისორმა ალეხანდრო ინიარიტუმ, წლის მსახიობი მამაკაცის ჯილდო ერგო ლეონარდო დიკაპრიოს ფილმისთვის "რევენანტი", წლის მსახიობი ქალისთვის კი პრიზი გადაეცა ბრი ლარსონს ფილმისთვის "ოთახი".
სხვა ნომინაციებს შორის გამორჩეული იყო წლის ანიმაციური ფილმის კატეგორია, რომელშიც "თავდაყირამ" მოიპოვა მთავარი პრიზი. წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში უნგრულმა ფილმმა "საულის ვაჟმა" გაიმარჯვა, ხოლო წლის საუნდტრეკის კატეგორიაში ჯილდო გადასცეს ბრიტანელ მომღერალ სემ სმითს ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმისთვის შექმნილი სიმღერისთვის, ხოლო წლის ორიგინალური მუსიკის ჯილდო 87 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა ენიო მორიკონემ აიღო.
საუკეთესო ფილმი:
"ოთახი" – Room
“მარსელი" –The Martian
"ჯაშუშთა ხიდი" – Bridge of spies
"რევენანთი" – The Revenant
"ყურადღების ცენტრში" – Spotlight
"ბრუკლინი" –Brooklyn
"დიდი აფერა" – The big short
"შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა" – Mad Max Fury Road
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი:
ლეონარდო დიკაპრიო - "რევენანთი"
ბრაიან კრენსტონი - "ტრამბო"
მაიკლ ფასბენდერი - "სტივ ჯობსი"
ედი რედმეინი - "დანიელი გოგონა"
მეთ დეიმონი - "მარსელი"
საუკეთესო მსახიობი ქალი:
კეიტ ბლანშეტი - "ქეროლი"
სირშა რონანი - "ბრუკლინი"
ბრი ლარსონი - "ოთახი"
ჯენიფერ ლოურენსი - "ჯოი"
შარლოტა რემპლინგი - "45 წელი"
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში:
სილვესტერ სტალონე - "კრიდი"
კრისტიან ბეილი - "დიდი აფერა"
მარკ რაფალო - "ყურადღების ცენტრში"
მარკ რაილენსი - "ჯაშუშთა ხიდი"
ტომ ჰარდი - "რევენანთი"
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში:
კეიტ უინსლეტი - "სტივ ჯობსი"
რუნი მარა - "კეროლი"
ჯენიფერ ჯეისონ ლი - "საძულველი რვა"
რეიჩელ მაკადამსი - "ყურადღების ცენტრში"
ალისია ვიკანდერი - "დანიელი გოგონა"
საუკეთესო რეჟისორი:
ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ - "რევენანთი"
ლენი აბრაჰამსონი - "ოთახი"
ჯორჯ მილერი - "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა"
ადამ მაკი - "დიდი აფერა"
ტომ მაკარტი - "ყურადღების ცენტრში"
საუკეთესო ანიმაციური ფილმი:
"ცხვარი შონი" –Shaun The Sheep
“ანომალისა" - Anomalisa
"როდესაც მარნი იყო აქ" - When Marnie Was There
"ბიჭი და სამყარო" - Boy and the world
"თავდაყირა" - Inside Out
საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი:
"სოლის შვილი" – Son of Saul
"მუსტანგი" – Mustang
"თიბი" - Theeb
"ომი" - A war
"გველის ხვევნა" - Embrace of the serpent