Atlantico- ყველაზე შემზარავი წყალქვეშა მუზეუმი მსოფლიოში
მსოფლიოში ასობით სხვადასხვა თემატიკის მუზეუმი არსებობს, რომლებიც წლიდან წლამდე მილიონობით დამთვალიერებელს იზიდავს. ამჯერად წარმოგიდგენთ Atlantico-ს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და საინტერესო მუზეუმს წარმოადგენს. მუზეუმი ატლანტის ოკეანეში, კანარის კუნძულებთან 14 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მისი მონახულება სპეციალური მოწყობილობით მხოლოდ მომზადებულ მსურველებს აქვთ ნებადართული.
მიუხედავად ამისა, წლიდან წლამდე მისი მნახველების რიცხვი რეკორდულად იზრდება. მუზეუმი 2017 წელს გაიხსნა და მასში სულ 400 ქანდაკებაა წარმოდგენილი. ქანდაკებები ადამიანის რეალური სიმაღლისაა და თითოეული მათგანი კონკრეტული პიროვნების გარეგნობის შესაბამისადაა შექმნილი.
თითოეული ქანდაკება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადდა და გარემოს არ აზიანებს. მუზეუმში წარმოდგენილი ქანდაკებები 3 თემად იყოფა. ესენია:- კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა და მიგრაცია.
როგორც ცნობილია, მოქანდაკე ჯეისონ ტეილორი აღნიშნულ პროექტზე ორი წლის განმავლობაში საკუთარ გუნდთან ერთად მუშაობდა, მან თითოეული ქანდაკება კონკრეტული ადამიანის თანამონაწილეობით შექმნა.