16 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კულტურა
09.03.2024 / 08:03
შრიფტის ზომა:

ვინ იყო უძველესი სამყაროს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის სამარხმაც მკლევარები საგონებელში ჩააგდო

1970-იან წლებში ბულგარეთში არქეოლოგებმა ძვ.წ. V ათასწლეულის სამარხს მიაკვლიეს, რომელიც სპილენძის ხანას განეკუთვნებოდა. საფლავში მკვლევარებმა ათობით ოქროს სამკაული იპოვეს, რომლებიც ამ დროისთვის აღმოჩენილი ოქროს ყველაზე ძველ ნაკეთობებად ითვლება.

მკვლევარების თქმით, ერთ სამარხში იმდენივე ოქრო იყო განთავსებული, რაც იმავე პერიოდის ყველა დანარჩენ სამარხში ერთად აღებული.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სამარხები ძვ.წ. მე-5 ათასწლეულს განეკუთვნებოდა, რა დროსაც თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე ვარნას უძველესი კულტურა იყო გავრცელებული.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვარნას ცივილიზაცია ვარნა ერთ-ერთი უძველესი და მაღალგანვითარებული ცივილიზაცია იყო, რომელმაც განვითარების მწვერვალს ძვ.წ. 4 400- 4 100 წლებში მიაღწია და შემდეგ ძალიან მალე გაქრა, თითქოს არასოდეს უარსებია.

ასევე დაგაინტერესებთ
თავის ქალა, რომელმაც მეცნიერება თავდაყირა დააყენა! -რას წერდა გავლენიანი სამეცნიერო ჟურნალი დმანისის აღმოჩენის შესახებ?
იდუმალი პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტე არავის აძლევს - რას წარმოადგენს ზავიეთ ელ-არიანი?
უძველესი ცივილიზაცია, რომლის შესახებ საუბარსაც მეცნიერები თავს არიდებენ - რამდენად განვითარებული იყო ბაქტრია-მარგიანეს კულტურა?
კბილი, რომელმაც კაცობრიობის ისტორია თავდაყირა დააყენა - არქეოლოგების უახლესი აღმოჩენა, რომელიც ევროპაში ადამიანთა გავრცელების ისტორიას ცვლის
იმპლანტაცია 2 000 წლის წინ- უჩვეულო აღმოჩენა პერუში, რომელმაც მეცნიერები საგონებელში ჩააგდო
როგორ გამოიყურებოდნენ მსოფლიოს უნიკალური ნაგებობები მანამ, სანამ ტურისტულ ობიექტებად გადაიქცეოდნენ

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ვარნას ცივილიზაცია კიდევ უფრო ძველია ვიდრე მესოპოტამია და ძველი ეგვიპტე.

ისინი ითვლებიან ყველაზე ძველ ცივილიზაციად, რომელმაც ოქროს დამუშავება და სამკაულების დამზადება ისწავლა.

ადგილი, სადაც არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

ვარნას ცივილიზაციის განსახლების არეალი

მივიწყებული ცივილიზაციის არტეფაქტები მე-20 საუკუნის დასაწყისში არაერთხელ აღმოუჩენიათ. მათ შორის იყო ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ძვლები, კაჟის ქვები და სხვა, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია. 1972 წლის ოქტომბერში კი ბულგარეთში წარმოებულმა გათხრებმა ვარნას ისტორიის შესახებ არსებული ცნობები თავდაყირა დააყენა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს უძველესი სამარხი, რომელიც დღემდე ბულგარეთის ტერიტორიაზე ყველაზე განსაცვიფრებელ აღმოჩენად ითვლება. გათხრებს წლების განმავლობაში ცნობილი არქეოლოგები მიხაილ ლაზაროვი და ივან ივანოვი უდგნენ სათავეში. მათ ათწლეულების მანძილზე 300-ზე მეტი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 22 000-ზე მეტი არტეფაქტი იყო. ნივთებს შორის 3 000-ზე მეტი ოქროს ნაკეთობა იყო, რაც ჯამში 6 კილოგრამს იწონიდა.

სამარხი N43

არქეოლოგების განსაკუთრებული განცვიფრება სამარხმა N43-მა გამოწვია, სადაც ოქროს უამრავი ნაკეთობა იპოვეს. მკვლევარების აზრით, სამარხი იმ პერიოდისათვის საკმაოდ შეძლებულ მმართველს ან მეფეს ეკუთვნოდა, რადგან სხვა მხრივ შეუძლებელი იქნებოდა ამ ოდენობის ოქროს ნაკეთობების ერთი ადამიანს ჰქონოდა. სამარხში რამდენიმე ოქროს სამაჯური, ყელსაბამი, მონეტები, სკიპტრა და სხვადასხვა აქსესუარი აღმოჩნდა. ექსპერტების თქმით, აღმოჩენილი სკიპტრა გარდაცვლილის სიძლიერესა და სოციალურ სტატუსს უსვამდა ხაზს.

თავის ქალის რეკონსტრუქციის შემდეგ მკვლევარებმა დაასკვენს, რომ "ვარნელი მამაკაცი" დაახლოებით ასე გამოიყურებოდა

აკლდამის დათარიღების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სამარხ N43-ში აღმოჩენილი მამაკაცი აქამდე აღმოჩენილ სხვა პიროვნებებს შორის ყველაზე მდიდარი იყო. არქეოლოგებმა ასევე დაასკვნეს, რომ ვარნას ცივიზაციის დროს მამაკაცებს გარდაცვალების შემდეგ სახით ზემოთ მარხავდნენ, ქალებს კი ემბრიონულ პოზიციაში.

მკვლევარები კიდევ ერთ უცნაურ თავისებურებას წააწყდნენ. სამარხების უმეტესობაში გარდაცვლილებს სახეზე თიხის ნიღბები ეკეთათ, რომლებიც ოქროს სამკაულებით იყო გაფორმებული.

ვარნას ცივილიზაციის გაუჩინარება

უძველესი ცივილიზაცია, რომელიც იმ პერიოდისთვის საკმაოდ განვითარებული იყო მოულოდნელად გაუჩინარდა. მკვლევარების აზრით მათი გაქრობა შესაძლოა კლიმატის ცვლილებამ, ეპიდემიამ ან საკვების ნაკლებობამ გამოწვია. თუმცა, გადაჭრით რთულია იმის თქმა, თუ კონკრეტულად რატომ განადგურდა ვარნას ცივილიზაცია. წყარო

მკითხველის კომენტარები
(8)

ბადრი
09 მარტი , 2024 10:03

ესეთი იქნება გია სურამელაშვილი სამარხი მომავალში

ლელა
30 მარტი , 2023 16:03

ვინ იცის კიდევ რამდენი საიდუმლოებებია ან როდისმე გავიგებთ კი?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვინ იყო უძველესი სამყაროს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის სამარხმაც მკლევარები საგონებელში ჩააგდო | Allnews.Ge