
ამ ობიექტის მშენებლობაზე ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსის მშენებლობის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის ოჯახი ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების არ არსებობაზე საუბრობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ობიექტს არ ჰქონდა დამცავი ბადეები, თავად დასაქმებულები კი ჩაფხუტების გარეშე მუშაობდნენ.
"უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვლა ამ ობიექტის მშენებლობაზე. ჩემი ძმა ამბობდა, რომ უსაფრთხოება არ იყო დაცული. არ გაბედონ და ჩემს ძმას არაფერი დააბრალონ. ჯერ არაფერს ვითხოვ, იმის გარდა, რომ აწი მაინც გაამკაცრონ უსაფრთხოების ნორმები. თუ მაინც მუშებს დააბრალებენ, მერე მივმართავ შესაბამის უწყებებს", - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ გოგა ფხაკაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რა ბედი ეწევა თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებს
ოჯახის ინფორმაციით, ობიექტზე ბაგირი გაწყდა და მუშები მეათე სართულიდან ჩამოვარდნენ. 27 დეკემბერს, მრავლსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც კომპანია "იბერიის ვარსკვლავი" აშენებს, ორი მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მარტში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფიდან, ფუკუშიმას აფეთქებიდან, 5 წელი გავიდა.
39 წლის ფრილანსერმა, დაისუკე შიმიცუმ გადაწყვიტა ფუკუშიმას ხედები გადაეღო, რათა ამ რეგიონთან დაკავშირებით, მსოფლიო საზოგადოების შეხედულებები შეეცვალა. ფუკუშიმას ატომური სადგური ქალაქ ოკუმაში მდებარეობს და 11 636,28 კილომენტრის ფართობზეა განლაგებული.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც 40 მეტრის სიმაღლის ცუნამი გამოიწვია. სტიქიურ უბედურებას 16 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 600-მდე კი გზო-უკვლოდ დაიკაგრა, ამასთან განადგურდა 127 000-ზე მეტი სახლი, ხოლო მილიონზე მეტი დაზიანდა.
ბუნებრივი კატასტროფის შედეგად იაპონიის "ფუკუშიმა დაიჩის" ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ რეაქტორებზე აფეთქებების სერია მოხდა. 20 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები 150 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ტრაგედიიდან მეხუთე წლისთავზე იაპონიის ხელისუფლება კვლავ არ იშურებს ძალისხმევას, რომ ტექნოგენური კატასტროფის შედეგები მალე აღმოფხვრას. გუშინ "ფუკუშიმას" ოპერატორმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ რადიაქტიური წყლის გაჟონვის შესაჩერებლად კიდევ 4 წელიწადია საჭირო.
მკითხველის კომენტარები
(0)