LIVE: კიევში მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიტინგი მიმდინარეობს | Allnews.Ge

LIVE: კიევში მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიტინგი მიმდინარეობს

უკრაინაში, დედაქალაქ კიევის ცენტრში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა. სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ოლიგარქების გავლენაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ოლიგარქების მიერი მისი სიძულვილი შიშს უკავშირდება.

"მადლობა, რომ ქუჩაში გამოხვედით, აქციის დისკრედიტაციის ორკვირიანი მცდელობის მიუხედავად. ხელისუფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი და პარლამენტი ურცხვად იტყუებიან, როდესაც ყველას, ქუჩაში გამომსვლელებს, კრემლის აგენტობას აბრალებენ. მიმოიხედეთ, თქვენ რა, აქ უკრაინის მტრებს ხედავთ?! თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებისთვისაც მიმართულების შეცვლა შეუძლებელია. ხედავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში და არ დაემორჩილონ ტყუილს. ჩვენ აუცილებლად გავხდით უკრაინას დიდებულს, რადგან ის ამას იმსახურებს.

შეხედეთ, მსხვილი "ბარიგების" ერთმა ჯგუფმა როგორ აქცია უკრაინა საკუთარ კანტორად.

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ისინი მეთოდურად ქურდავდნენ მთელ ქვეყანას, საკუთარ კონტროლს უქვემდებარებდნენ ყველა ტელეკომპანიას და ყიდულობდნენ მთელ პოლიტიკურ ელიტას. ისინი წყვეტენ, ვინ გახდება შემდეგი ლიდერი, ვინ მოიშორონ და ვინ გაანადგურონ. მათი მთავარი პრინციპია ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებისას შეინარჩუნონ გავლენა ხელისუფლებაზე. საბოლოო ჯამში მათ ჩვენი ქვეყანა ხელში უჭირავთ და ასე აპირებენ კიდეც გაგრძელებას, რადგან მათი ზემოქმედება იმდენად დიდია, რომ ხელს უშლის ქვეყნის პოტენციალის გამოყენებას და იმის ნაცვლად, რომ ეს პოტენციალი ხალხს მოხმარდეს, მათ გამდიდრებას ემსახურება.

თქვენ არ გეჩვენებათ, თუ ფიქრობთ რომ უკრაინა რომელიღაც მოჯადოებულ წრეში გაიჭედა, საიდანაც თავის დაღწევას ვეღარ ახერხებს.

ეს არის კორუფციის, განუკითხაობის, ქაოსის, ხალხის დაცინვის მოჯადოებული წრე და ის მართლა არსებობს.

ეს "ბარიგების" მცირე ჯგუფის საპარტნიორო წრეა, რომლებმაც უკრაინის პრივატიზება მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან მოახდინეს. აი, რა ჭაობში გაიჭედა უკრაინა. დროა, ხალხმა ხმა აიმაღლოს. თქვას, რომ ქვეყანა მათი შეხედულებისამებრ უნდა განვითარდეს, ხელისუფლება კი სწორედ ხალხის წინაშე აგებს პასუხს და არა ოლიგარქების წინაშე. დროა ბედის ბორბალი უკუღმა დავატრიალოთ. ახლა მათ ოჯახებში მივა ცუდი ამბები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ, მათ შორის მეც, მოვალთ პოლიტიკაში. არ მიკვირს, რომ მათ ვძულვარ და ჩემი ქვეყნიდან გაძევების გეგმებს სახავენ. მათი სიძულვილის მთავარი მიზეზი შიშია, რომ ჩემს მოსყიდვას ვერ ახერხებენ", -განაცხადა სააკაშვილმა. მან უნდობლობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსაც გამოუცხადა.

"უკანასკნელი ზამთარი ამ რადას", - ეს მიმდინარე აქციის მთავარი ლოზუნგია.