საქართველოში გადაკეთებული ყველაზე იშვიათი სახელები
2017 წელს სახელის შეცვლის სულ 2 676 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თბილისში სახელის 965-მა ადამიანმა გადაირქვა.
"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში გადაკეთებული ყველაზე იშვიათი სახელებია აივენგი, ბიკენტი, ალდინა, ბელიკო, გარეგინი, გაჯიმურადი, გიავაზი, გლახა, გუგუნა, დუსიკო, ერვანდი, ერუში, თორუნა, ირაიდა, კნიაზი, ლოლიცა, მამულა, მელიტონი, მიტუშა, ფოთოლა, შუშუ, ბრძოლიკო, ბუდუნა, მირანგული, ნასყიდა, რიტონესი და ცქრიალა.
რაც შეეხება რეგიონებს, ქვემო ქართლში ბოლო ორი წლის განმავლობაში შეცვლილი ყველაზე იშვიათი სახელებია ნუნული, ვარდო, მაიზერი, ენგური, ღევენი, ჯემარდი, გერისო, ლაერტი და ნადელლა.
კახეთში მოქალაქეებმა ბევრი იშვიათი და ეთნიკურად არაქართული სახელი შეიცვალეს. ქართულ სახელებს შორის იყო ბალიკო, გურსულა, ენძელა, ზღაპრა, ლესტამბერი, ტურფა და ჟრუნა.
ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში, რაც ახალშობილებს 2017 წელს დაარქვეს
იშვიათი სახელები და გვარები საქართველოში
საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები
იშვიათი ჟღერადობის მქონე სახელები ხშირად შეგხვდებათ აჭარაშიც. ამიტომაც ამ რეგიონში საკმაოდ ხშირია სახელების გადარქმევის შემთხვევები. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარაში შეიცვალეს ისეთი სახელები, როგორიცაა ალი, ანგელინა, არდევანი, ბოჩია, გალობენი, ბიჭიკო, გეროი, დიდო, ვერჩქა, ზემინარი, იურიკი, ლიუტერი, რაიბული, ჯულვარსი, არველოდი, ბუხუტი, აკალი, ბედნი, ბესირე, გუგული, გული, გულფაშა, დურსუნი, ზულფიგარი, თევრათი, მეხფულე, როზმანი, სელვერი, სერპუი, ფატყუმე, ასიე, ბენიტო, ზაქია, იაგორი, ცირუ, ჰემიდე, ბორენა, ემინე, ზემლარი, ონერი და შუქრი.
გურიაში მოქალაქეებმა შეიცვალეს ისეთი ნაკლებად გავრცელებული სახელები, როგორებიცაა თუნთულა, ისლამი, მავილა, რამაზანი, რემანოზი, სირანუშა, შაველა, გაგიკა და ადიკო.
ნაკლებად გავრცელებულ სახელებს იმერეთშიც შეხვდებით, თუმცა ზოგიერთმა მოქალაქემ უკვე გადაირქვა ისეთი სახელები, როგორიცაა ანტიოფი, ფუჩქი, ბელუნი, გეგა, ერემო, ლორვანდი, კარპე, კრემლიეტა, მამამზე, პოლიკარპე, რადინიცა, შემსოდინი, წიწა და ჯიბილო.
რამდენიმე იშვიათი სახელი, რომლებიც რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მკვიდრებმა შეიცვალეს, ასე გამოიყურება: მატია, ნავრეზი, ნორმანი, უშბა, ქაჯანა, მორგენი და ცუცია.
იშვიათი და სპეციფიკური სახელებით, როგორც წესი, სამეგრელო ზემო–სვანეთი გამოირჩევა, ამიტომაც ბავშვობის სახელებს ახალგაზრდები აქ ხშირად იცვლიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონის მცხოვრებლებმა შემდეგი იშვიათი სახელები შეიცვალეს: ბედიშა, ბურდაზი, ბუცუკი, დიდიკონა, დუნიკა, ენგიჩანი, ზარული, თაუბი, იმენდი, კიაზო, ლუდუგი, ფელექსი, ფეშქვე, ფუშუტი, ბუთხუზი, ნიგვზარი, პაჭკული და ჟუჟუ.
იშვიათი სახელების გადარქმევის მაჩვენებელი შედარებით მცირეა სამცხე–ჯავახეთში. აქ ბოლო ორი წლის მანძილზე ისეთი სახელები გადაირქვეს, როგორიცაა რიფსიმე, სარიბეკი, ვარდკესი, იუზა და წონარი.