რისთვის არის კარგი ვაშლის ხშირი მიღება და რას ვნებს იგი?
ვაშლი სუპერხილად ითვლება. იგი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ვაშლი პექტინების ბუნებრივი წყაროა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ გადამუშავდება, სამაგიეროდ ორგანიზმში გაწმენდის, დასუფთავების ფუნქციას ასრულებს. პექტინი ნაწლავებში ახდენს ნივთიერებათა ცვლის პროცესის აქტივაციას, მავნე პროდუქტებს, მძიმე ლითონებს, რადიონუკლიდებს, ტოქსინებს და ა.შ. გამოდევნის.
მაინც რისთვის არის კარგი ვაშლის ხშირი მიღება?
ალბათ არ იცოდით, რომ ვაშლი ხელს უწყობს კბილების სითეთრის შენარჩუნებას. ვაშლის კბეჩა და ღეჭვა ნერწყვის სტიმულირებას უწყობს ხელს, რაც კბილების დაზიანების რისკებს ამცირებს.
ვაშლი ასევე ალცჰაიმერის პრევენციას უწყობს ხელს და ეს ახალმა კვლევამაც დაადასტურა.
გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ვაშლის მიღება პარკინსონის დაავადების რისკებსაც ამცირებს. კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის მეცნიერები კი აცხადებენ, რომ ვაშლის მიღება ამცირებს პანკრეასის სიმსივნის განვითარებას 23 პროცენტით.
ისინი, ვინც დღეში მინიმუმ 1 ვაშლს ჭამენ, 28 პროცენტით ამცირებენ დიაბეტის რისკს, ვიდრე ისინი, რომლებიც არ ჭამენ. გარდა ამისა, ვაშლი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და გულს სიჯანსაღეს უნარჩუნებს.
ამასთან, ვაშლის ხშირი მიღება იმუნური სისტემის გაძლიერების, წონის კონტროლისა და ნაღვლოვანი კენჭების პრევენციასთან ერთად, სასარგებლოა თვალისთვისაც. ბოლო კვლევებმა ცხადყო, რომ ვაშლის ყოველდღიური მიღება კატარაქტას წარმოქმნას ხელს უშლის.
თუმცა, აქვე საჭიროა ვისაუბროთ ვაშლის უარყოფით მხარეებზეც.
როგორც მედიკოსთა ნაწილი ამბობს, ვაშლი საკმაოდ კალორიული ხილია. კერძოდ, საშუალო ზომის ვაშლი დაახლოებით 100 კალორიას მოიცავს. ამასთან, ზოგ ადამიანს ვაშლის მიღების შემდეგ კუჭის ტკივილი ეწყება. იშვიათ შემთხვევებში ვაშლმა შესაძლოა, ალერგიაც გამოიწვიოს. თუმცა, ეს იმ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც ალერგიისკენ მიდრეკილი არიან.
და ბოლოს, ვაშლის ჭამისას დააკვირდით ის იყოს ბიოპროდუქტი და არა პესტიციდებით გაჟღენთილი.