საზოგადოება
11.06.2018 / 11:06
შრიფტის ზომა:

საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტის გახსნის თარიღი და ადგილი ცნობილია

საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტის გახსნის თარიღი და ადგილი ცნობილია

Starbucks-ის პირველი ობიექტი "თბილისი მოლში" გაიხსნება. როგორც სავაჭრო ცენტრში Allnews.ge-ს განუმარტეს, ობიექტი ფუნქციონირებას პირველი სართულის ცენტრალურ ნაწილში, სავარაუდოდ, ნოემბერში დაიწყებს.

ბრენდის ოპერირებას საქართველოში თურქული კომპანია Shaya Turkey მოახდენს, რომელიც Starbucks-ის რესტორნებს თურქეთსა და აზერბაიჯანში მართავს.

როგორც ცნობილია, Shaya Turkey 2002 წელს ქუვეითში დაფუძნდა. დღეისთვის კომპანია არაერთი ცნობილი ბრენდის ოპერატორია თურქეთის მასშტაბით.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

Shaya Turkey-ი საქართველოში Starbucks-ის ადგილობრივ მენეჯერს ეძებს. ამ პოზიციაზე ვაკანსია უკვე გამოცხადებულია.

საქართველოში Starbucks-ის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა ამ დრომდე კომპანია საქართველოში ოპერირების დაწყებისგან თავს იკავებდა.

მკითხველის კომენტარები
(8)

სატირა ირონია
25 დეკემბერი , 2023 03:12

ყოვლისშემძლე,ყველაზე ჭკვიანი,ხრუშჩოვმა დახრიტა ...

კაკო
02 მარტი , 2022 19:03

სტალინ, სახელი გადაირქვი, სტალინი ეგეთ ,,დურაკულ" კითხვებს არ იძლეოდა.... დამოუკიდებლობა და ჭკუა ერთად სად ნახე პირველ 50-60 წლებში???

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

შოკისმომგვრელი ფაქტები ნაცისტური გერმანიის შესახებ | Allnews.Ge

შოკისმომგვრელი ფაქტები ნაცისტური გერმანიის შესახებ

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ნაცისტური გერმანიის შესახებ

1. ნაცისტურმა გერმანიამ წამოიწყო პირველი მოწევის საწინააღმდეგო კამპანია. ჯარისკაცებს ეკრძალებოდათ მოწევა, ხოლო გერმანელები იყვნენ პირველი, რომლებმაც მოწევა დაუკავშირა ფილტვის კიბოს განვითარებას.

2. ჰიტლერმა დიდ ბრიტანეთს არაერთხელ შესთავაზა მშვიდობა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. 3. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში იყო ადგილი, სადაც აწყობდნენ და ახარისხებდნენ პატიმრების ნივთებს. ამ ადგილს "კანადა" ეწოდებოდა, რადგან ეს ქვეყანა მდიდრად ითვლებოდა.

4. პრაღაში ძველი ებრაული სასაფლაო ხელუხლებელი დარჩა მეორე მსოფლიო ომის დროს, რადგან ჰიტლერი გეგმავდა იქ გადაშენებული რასის მუზეუმის მოწყობას.

5. მესამე რაიხის დროს გერმანიაში ლებენსბორნის პროგრამა დაიწყო ("სიცოცხლის წყარო"), რომლის თანახმად, რასობრივად სუფთა ქალებს სექსუალური კავშირი ჰქონდათ SS-ის ოფიცრებთან, ჭეშმარიტი არიელების წარმოშობის იმედით. 12 წლის განმავლობაში ამ პროგრამის ფარგლებში 20 ათასი ბავშვი დაიბადა.

6. მეორე მსოფლიო ომის დროს კოკა-კოლას არ შეეძლო სიროფის შეტანა გერმანიაში. ამიტომ გერმანიაში კოკა-კოლას წარმომადგენელმა შექმნა სასმელი - ფანტა, მხოლოდ ნაცისტური გერმანიისთვის.

7. ედელვეისის მეკობრეები იყო არაფორმალური ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელი გერმანიაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა "ჰიტლერიუნგერდს" ისინი ავრცელებდნენ ანტი-ნაცისტურ პროპაგანდას ქვეყანაში, ეხმარებოდნენ მათ, ვინც გაურბოდა ნაცისტურ რეჟიმს, ასევე არ ერიდებოდნენ ხელჩართულ ჩხუბს "ჰიტლერიუნგერდის" წევრებთგან.

8. ნაცისტები აინშტაინის თავის სანაცლოდ 5000 დოლარს იხდიდნენ. აინშტაინი ხალხის მტრად ითვლებოდა ნაცისტურ გერმანიაში.

9. ნაცისტები ცდილობდნენ ძაღლებისთვის კითხვა და ლაპარაკი ესწავლებინათ. ჰიტლერს იმდენად უყვარდა ძაღლები, რომ სკოლაც კი გახსნა, სადაც მათ კითხვას და ლაპარაკს ასწავლიდნენ. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთმა ძაღლმა შეძლო ადამიანის ხმის იმიტირება. ერთ-ერთმა კი მოახერხა წარმოეთქვა ფრაზა - ჩემო ფიურერო.

10. როდესაც ნაცისტური პარტია ხელისუფლებაში მოვიდა 1933 წლის იანვარში, მან მიიღო მთელი რიგი კანონები ცხოველთა უფლებების დასაცავად. ჰიტლერმა ისიც განაცხადა, რომ ახალ რაიხში ცხოველების მიმართ სისასტიკეს ადგილი არ ექნებოდა.

intermedia.ge