რა ელის მსოფლიოსა და საქართველოს თუ პლანეტაზე არსებული ყველა მყინვარი დადნება (ფოტოები)
დღესდღეობით კაცობრიობის წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა გლობალური დათბობაა. მეცნიერების მტკიცებით, დათბობისა და გამყინვარების პერიოდები ბუნებრივი პროცესია, თუმცა, ადამიანს გლობალური დათბობისას არასოდეს უცხოვრია და არავინ იცის, გაუმკლავდება თუ არა კაცობრიობა მას.
დედამიწაზე ყინულის დნობა დაახლოებით ბოლო 150 წლის წინ დაიწყო. გლობალურ დათბობას ხელი ადამიანების ქმედებებმა- ტყეების განადგურებამ, გარემოს დაბინძურებამ, სითბურმა გაზებმა და მრავალმა სხვა პროცესმაც შეუწყო ხელი.
კონკრეტულად რომელიმე ერთი მყინვარის დნობას რეალურად გავლენის მოხდენა არ შეუძლია, თუმცა, როცა ჩნდება კითხვა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მსოფლიოს ყველა მყინვარი გადნება და მათ შორის, ანტრაქტიდაც, მეცნიერები პასუხობენ: მსოფლიო ოკეანეების დონე რამდენიმე მეტრით აიწევს და სანაპიროზე მდებარე ყველა ქვეყანას შეექმნება საფრთხე.
გთავაზობთ გრაფიკული დიზაინერების ნამუშევარს, სადაც ნაჩვენებია როგორი იქნება პლანეტა იმ შემთხვევაში თუ დედამიწაზე არსებული ყველა მყინვარი დადნება.
რაც შეეხება საქართველოს, არსებული რუკის მიხედვით, ყველაზე დიდი პრობლემა აჭარის, გურიისა და სამეგროლოს სანაპიროებს შეექმნებათ და სანაპირო ზოლის რამდენიმე კილომეტრი წყლით დაიფარება.