Ullamaliztli -აცტეკების სისხლიანი სპორტული თამაში, სადაც დამარცხებულებს მსხვერპლად სწირავდნენ
Ullamaliztli- კოლუმბამდელი ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი გავრცელებული სპორტის სახეობა იყო, რომელსაც ადგილობრივ ინდიელთა ტომის წარმომადგენლები თამაშობდნენ.
თამაშის ზუსტი წესები დღესდღეობით უცნობია. გავრცელებული ცნობებით, თამაშის მონაწილეებს ფეხით უნდა აეკენწლათ საკმაოდ მძიმე ბურთი, რომლის წონაც ხშირად 4 კილოგრამს აღემატებოდა.
Ullamaliztli-ის სათამაშო მოედანი
Ullamaliztli-ის "კარი"
მათ ბურთი რამდენიმე მეტრის სიმაღლის რგოლში უნდა ჩაეგდოთ, რაც საკმაოდ რთულად შესასრულებელი იყო. ბურთის ძირს დავარდნა მონაწილეებისთვის ქულის დაკარგვას ნიშნავდა.
თამაშის წესები საკმაოდ სასტიკი იყო- დამარცხებული გუნდის თითოეულ წევრს, ან მათ კაპიტანს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ. ხანდახან შეჯიბრის შემდეგ დამატებითი რაუნდი იმართებოდა, სადაც ბურთის ნაცვლად დამარცხებული მეომრების მოკვეთილ თავებს იყენებდნენ.
Ullamaliztli-ს ქალები და ბავშვებიც თამაშობდნენ, თუმცა მათი შერკინება მსხვერპლთშეწირვით არ სრულდებოდა.
დღესდღეობით, თამაშმა სახე მკვეთრად იცვალა, გაქრა მსხვერპლთშეწირვის ტრადიციაც. ამერიკის მკვიდრ ინდიელთა ზოგიერთი ტომი მას დღემდე თამაშობს.