ყველაზე დამბურძგლავი და შემზარავი ექსპერიმენტები კაცობრიობის ისტორიაში
ისტორიის მანძილზე ადამიანები სხვადასხვა უცნაურ და საშიშ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე საშინელ ექსპერიმენტებს, რომლებიც წლების განმავლობაში არ საჯაროვდებოდა.
1. ორთავიანი ძაღლის შექმნის ექსპერიმენტი - რუსეთი, 1950-იანი წლები
რუსმა მეცნიერმა, ვლადიმირ დემიხოვმა მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ, დამბურძგვნელ ექსპერიმენტს მოაწერა ხელი. მან პატარა ლეკვი, თავ-ფეხიანად მოზრდილ ძაღლზე შეაჯვარა. "ორთავიანი ძაღლის პროექტი" წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ მხოლოდ 4 დღით. საბრალო ძაღლები 4 დღის შემდეგ დაიღუპნენ.
2. თუთუნის ექსპერიმენტები
სიგარეტის მავნებლობის გასაგებად ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლისთვისაც ძაღლები გამოიყენეს. ექსპერიმენტატორი 3 წლის განმავლობაში ძაღლებს დღეში 6 საათიან ტესტს უტარებდა, რა დროსაც ცხოველებს თუთუნის კვამლს ასუნთქებდნენ. საბოლოოდ ძაღლებს ნერვული შეტევა დაემართათ და დაიღუპნენ.
3. პროექტი: 4.1 - აშშ, 1954- 1980
აშშ-ს ხელმოწერით ჩატარებული საზარელი ექსპერიმენტი, რომელიც განხორციელდა მარშალის კუნძულებზე. ამ პატარა ქვეყანაში სულ რამოდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს. აშშ-მ ქვეყანაში ბირთვული იარაღი დატესტა. ამ საშინელ ექსპერიმენტს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაავადდა ათასობით მოქალაქე
და კუნძულის ბუნებაც თითქმის მთლიანად განადგურდა.
4. ტუკიგე ფრენჯის ექსპერიმენტი - აშშ, 1932-1972 წლებში
ექსპერიმენტის მიზნით, ამერიკელ მეცნიერებმა 400-მდე შავკანიანს დააჯერეს, რომ მათ სისხლში ჰქონდათ დაავადება, რომლის განკურნებაც მხოლოდ მეცნიერებს შეეძლოთ. ამისთვის შავკანიანებს ექსპერიმენტში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ექსპერიმენტის მიზანი იყო ფრენჯის დაავადებისთვის ვაქცინის აღმოცჩენა, თუმცა ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და შავკანიანთა თითოეული მათგანი ფრენჯის სინდრომით დაავადდა! ამ ექსპერიმენტის შესახებ მსოფლიომ მხოლოდ და მხოლოდ XXI საუკუნეში შეიტყო!