7 ყველაზე გარყვნილი ქალი მსოფლიო ისტორიაში | Allnews.Ge

7 ყველაზე გარყვნილი ქალი მსოფლიო ისტორიაში

გახსოვთ, რა თქვა ოსკარ უაილდმა ქალებზე? "ისინი შექმნილი არიან რომ უყვარდეთ და არა იმისთვის რომ მათი ესმოდეთ." ისტორიამ სწორედ ასეთი, არაერთი მშვენიერი სქესის წარმომადგენლის სახელი შემოგვინახა, რომელიც ცნობილი საჯაროდ მხოლოდ საკუთარი საყვარლების რაოდენობით გახდა. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ქალბატონებზე მოგიყვებით.

ვალერია მესალინა

ვალერია იმპერატორ კლავდიუსის ცოლი გახლდათ. სწორედ ის გახდა რომში ვნებისა და სიძვის განსახიერება. მესალინა საროსკიპოში სისტემატურად დადიოდა, სადაც პროსტიტუციას ეწეოდა. საბოლოოდ, 28 წლის ასაკში ის იმპერატორმა საკუთარი ხელითმოკლა. მკვლევარების თქმით, მესალინა სიფილისით იყო დაავადებული.

კლეოპატრა ისტორიაში ერთ - ერთი ყველაზე ძლიერი, ბრძენი და გამჭრიახი ქალი მართალია სილამაზით ვარსვლავებს არ წყვეტდა, თუმცა აი, მამაკაცები კი ჭკუიდან ნამდვილად გადაჰყავდა. თითოეულ მონას კლეოპატრასთან ერთი ღამის გატარება სიცოცხლის ფასი უჯდებოდა.

ძველ ბერძნებმა დედოფალს "მერიოჰანე" სწორედ იმიტომ შეარქვეს (რაც "დაღებულ პირიანს " ან "ათას პირიან ქალს" ნიშნავდა) რომ ჭორების თანახმად, ის მამაკაცებს სასწაულებრივი მეთოდით აკმაყოფილებდა.

ვუ ჰუ

ჩინეთის იმპერატორი ქალი ტანის დინასტიიდან ითხოვდა რომ მისი მისამართით განსაკუთრებული პატივისცემა ყველა ჩინოვნიკს კუნილინგუსის საშუალებით გამოეხატა.

მარკიზა დე პომპადური

საფრანგეთის მეფის ლუი XV-ის რჩეულმა კაცების შეცდენის საიდუმლო მართლაც რომ ზედმიწევნით კარგად იცოდა. ამბობენ, რომ მარკიზა ყოველდღე ერთდროულად ორ უძლიერეს აფროდიზიაკს - შოკოლადსა და ნიახურის ფესვსს იყენებდა. ეს პროდუქტები პომპადურს დღეში სულ მცირე 10 პარტნიორის გამოცვლაში ეხმარებოდა. როგორც ცნობილია - ნიახური ეფექტურ აღმგზნებ საშუალებად ითვლება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, დასტურდება რომ მარკიზას საროსკიპო ჰქონდა გახსნილი, სადაც 15 წლის გოგონები საკუთარი თავის დასაკმაყოფილებლად დაჰყავდა.

ელისაბედ I

რუსეთის მონარქი ელისაბედ I ცნობილი თავისი გარყვნილებით იყო. 20 წლის ასაკში მას კავშირი უკვე ძალიან ბევრ მამაკაცთან ჰქონდა, რომლებსაც სწორედ ამ ურთიერთობის წყალობით მოგვიანებით მაღალი თანამდებობებიც ერგოთ.

გალა დალი

ცნობილ ფრანგ პოეტთან პოლ ელუართან თანაცხოვრების პარალელურად გალას ურთიერთობა ასევე ცნობილ მხატვართან - მაქს ერნსტთან ჰქონდა. მოგვიანებით კი, ის უკვე დიდი ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის - მეუღლე, მუზა და მოდელი გახდა. ელენა დიაკონოვა მთელი ცხოვრება თავისუფლების მოყვარულ მამაკაცს ეძებდა, რომელიც ურთიერთობაში მას სრულ თავისუფლებას მიანიჭებდა. ერთხელ მან სინანულით ისიც კი აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ბუნება ერთდროულად 5 მამაკაცთან სექსით დაკავების შესაძლებლობას არ იძლევა.

ეკატერინე II დიდი

1501173320-qalebi1-3-1652259667.jpg

ის იყო რუსეთის იმპერატორი სამ ათწლეულზე მეტი ხნით. იმპერატრიცის პირადი ცხოვრება, რომელმაც გავლენა მოახდინა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, არანაკლებ აინტერესებს ისტორიის მკვლევარებს. მთელი მისი მმართველობის პერიოდში მას ბევრი რჩეული ჰყავდა, რაც მე –17 – მე –18 საუკუნეებში უზომოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო ევროპელ მმართველებს შორის.

მაგრამ ყველა ეს მონარქი ვერ იკვეხნიდა მოსიყვარულეების იმდენი რაოდენობით, რაც ეკატერინე II- ს ჰყავდა: სხვადასხვა წყაროს თანახმად, მას 12-დან 25 ფავორიტი ჰყავდა.