რესტორანი უფსკრულის პირას- ყველაზე საშიში რესტორანი მსოფლიოში, სადაც სტუმრობას მხოლოდ ექსტრემალები ბედავენ
ჩინეთი ბევრი რამით არის ცნობილი, ჩამონათვალის გრძელ სიას ერთ-ერთი უცნაური და საინტერესო რესტორანი შეემატა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის.
ამჯერად რესტორანი უფსკრულის კიდეზე აშენდა, იმ სიმაღლეზე, რომ ყველაზე გაბედულ ადამიანსაც კი სუნთქვა შეეკრება შიშისგან, ექსტრიმის მოყვარულებს კი სწორედ ეს იზიდავთ და რესტორანიც დღითიდღე სულ ფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.
ეს საოცარი რესტორანი ჩინეთის ქალაქ იჩანეს მახლობლად მდებარეობს, ჰუბეის პროვინციაში. სილინის მღვიმე, სადაც რესტორანი აშენდა, საოცარი ხედებით არის ცნობილი.
ასევე დაგაინტერესებთ: