შეეძლო თუ არა ჰიტლერს ომის მოგება?- რატომ ჩავარდა "ბარბაროსას" გეგმა | Allnews.Ge

შეეძლო თუ არა ჰიტლერს ომის მოგება?- რატომ ჩავარდა "ბარბაროსას" გეგმა

«Veni, vidi, vici» (ლათ. მივედი, ვნახე, გავიმარჯვე) — სწორედ ასეთი იყო ადოლფ ჰიტლერის და მისი არმიის პრინციპი, ომის დაწყების წინ... და ნახევარ ევროპაში ამან გაანმართლა კიდეც. თუმცა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით, პრობლემები გაჩნდა... რა არ გაითვალისწინა ჰიტლერმა, როდესაც «ბარბაროსას» გეგმას ადგენდა? ან ჰქონდა კი, ომის მოგების შანსი, გეგმა სრულყოფილი რომ ყოფილიყო?

ბარბაროსას გეგმას ფიურერმა 1940 წლის ბოლოს მოაწერა ხელი და მისი მთავარი არსი წითელი არმიის ელვის სისწრაფით დამარცხებაში მდგომარეობდა. მისი მიხედვით, გერმანელი ჯარისკაცები მოსკოვში სამ, მაქსიმუმ 4 თვეში უნდა ყოფილიყვნენ...

რა თქმა უნდა, სსრ კავშირის დაპყრობის გეგმის შედგენის მომენტისთვის, ჰიტლერს ზურგსუკან, ბევრი წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჰქონდა და შეიძლება, სწორედ ეს იყო მისი თავდაჯერებულობის მიზეზი, ან იქნებ ის, რომ გერმანელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს წითელი არმიის და მთლიანად, საბჭოთა ხალხის შესაძლებლობა?..

ელვისებური გეგმის მიხედვით, სამხედრო შეტევა სამი ძირითადი ქალაქის — ლენინგრადის, მოსკოვის და კიევის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო, რომელშიც მონაწილეობა 180 დივიზიას და 20-მდე ბრიგადას უნდა მიეღო. საერთო ჯამში, ეს დაახლოებით, 5 მლნ. ადამიანი იყო. გერმანელების გამოთვლით, ამ მიმართულებებზე, სსრ კავშირს 3 მლნ-მდე ჯარისკაცი უნდა ჰყოლოდა. თუმცა, მათი პირველივე შეტევები მარცხით დასრულდა და ცხადი გახდა, რომ «ბარბაროსამ» არ გაამართლა და გერმანელების გეგმამ, რომლის მიხედვით, სამრეწველო ცენტრებიდან მოსკოვის მოწყვეტა უნდა მომხდარიყო, კრახი განიცადა — საბჭოთა ხელისუფლებამ შეძლო საწარმოების ევაკუირება, რომლებიც ფრონტისთვის აუცილებელ პროდუქციას უშვებდნენ. გარდა ამისა, ბევრი ქარხანა, თუ ფაბრიკა, სადაც ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლეოდა, სამხედრო წარმოებად გადააკეთეს და თავდაცვის უწყებას დაექვემდებარა.

ომი დაწყებისთანავე გაჭიანურდა, რასაც მესამე რაიხი ნამდვილად არ ელოდა და რისთვისაც მზად არ იყო — ზამთრის პირობებში, გერმანელების ტექნიკური აღჭურვილობა არ ამართლებდა და თავად ჯარისკაცებიც იყინებოდნენ, რადგან მათი ეკიპირება, მკაცრი ზამთრისთვის, ნამდვილად არ იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, იმ დროისთვის, მესამე რაიხს არმიის გაძლიერების ეკონომიკური შესაძლებლობაც არა ჰქონდა.

ჰიტლერს ბევრი ფაქტი თავიდანვე ჰკარნახობდა, რომ გეგმა რომელიც ამბიციური იყო და მას ასე მოსწონდა, არც ისე წარმატებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე იყო და ის თავის ჩანაფიქრზე უარის თქმას არ აპირებდა.

«ბარბაროსას» გეგმაზე გენერალი ფრიდრიხ პაულიუსი მუშაობდა, ხოლო სახელი მას, გერმანელი მეფის (ფრიდრიხ I ბარბაროსა (1122–1190 წწ)) საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელიც ისტორიაში, უშიშარი მეომრის და წარმატებული წინამძღოლის სახელით შევიდა. ერთ დროს, მას თითქმის ნახევარი ევროპა ემორჩილებოდა. ირონიულია, რომ ფელდმარშლებიდან, სწორედ გეგმაზე მომუშავე პაულიუსი იყო პირველი, ვინც ტყვედ ჩაბარდა — ეს სტალინგრადთან ბრძოლის დროს მოხდა.

ჩავარდნის მიუხედავად, დოკუმენტს გარკვეული ისტორიული მნიშვნელობა აქვს და სამხედრო ექსპერტებმა, მისი დეტალური შესწავლის შემდეგ, დაადგინეს, თუ რატომ მოხდა, რომ ჰიტლერის მხრიდან, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მისი შესრლება ვერ მოხდა. სსრ კავშირის წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვის წინ, გერმანელებმა მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ სამხედრო პოტენციალი კი არა, ქვეყნის მენტალობაც კი შეისწავლეს, რომ დაპყრობის შემდეგ, მოსახლეობაზე ზეწოლა მოეხდინათ. თუმცა, საბჭოთა ხალხი და გერმანელები ძალიან განსხვავდებოდნენ და გერმანელები, საკუთარი პედანტურობის მიუხედავად, სავარაუდოდ, ამ საკითხებში ბოლომდე ვერ გაერკვნენ. გარდა ამისა, მათ საიმედო ინფორმაცია ვერ ექნებოდათ, ქვეყნის მობილიზაციის და ტექნიკური პოტენციალის შესახებ.

სსრ კავშირის დაპყრობის გეგმაზე მუშაობა, ჰიტლერის შესაბამისი განკარგულებით, 1940 წლის ზაფხულში დაიწყეს. თუმცა, ფიურერის თავში ეს იდეა უკვე დიდი ხნის მომწიფებული იყო — არსებობს 20-იანი წლების დოკუმენტი, რომელშიც ჰიტლერი ამის შესახებ წერდა.

1938-39 წლებში, გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის ანექსია მოახდინა და ამის წყალობით საკუთარი საომარი პოტენციალი გააძლიერა, შემდეგ ჯერი პოლონეთზე დადგა... ხოლო, შემდეგ — ნახევარი ევროპა დაიპყრო. დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის და ბელგიის აღებისთვის, ჰიტლერის ჯარისკაცებს სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ. ფიურერის ინტერესები აღმოსავლეთისკენ მიდიოდა და გენერლები ამბობდნენ, რომ სსრ კავშირთან ომის დაწყება, მათ უკვე 1940 წელს შეეძლოთ. მაგრამ, ჰიტლერი არ ჩქარობდა, მას ჯერ სსრ კავშირის საზღვართან თავისი ჯარების მობილიზება უნდოდა.

საბჭოეთის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის მთავარი უპირატესობა სისწრაფე და გამანადგურებელი ქმედება უნდა ყოფილიყო, ისე, როგორც ნებისმიერი ბლიცკრიგის დროს — ძლიერი დარტყმას საბჭოთა არმია უნდა დაემარცხებინა, ისე როგორც ეს აღმ. ევროპის ქვეყნებში მოხდა. ვერმახტის ხელმძღვანელობა, ომის დაწყებამდე, მოსკოვის დეზინფორმირებას ცდილობდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ნაციზმი პლანეტაზე დიდი ნაბიჯებით დადიოდა, ამის გაკეთება და სტალინის იმაში დარწმუნება, რომ გერმანია სსრ კავშირზე თავდასხმას არ გეგმავდა, არც ისე მარტივი იყი...

სსრ კავშირის დასაპყრობად, სამხედრო სარდლობამ, საყვარელი ფიურერისთვის 12 გეგმა მოამზადა. თუმცა, წარუმატებლობის შემთხვევაში, სათადარიგო გეგმა არცერთს არ ჰქონდა.   1941 წელს საბჭოთა კავშირის საზღვართან კვე 4 მლნ-მდე გერმანელი ჯარისკაცი იყო კონცენტრირებული და მათი რიცხვითი უპირატესობა, საბჭოთა ჯართან შედარებით, დაახლოებით, ერთნახევარჯერ დიდი იყო. გარდა ამისა, მათ სამხედრო გამოცდილებაც ჰქონდათ... სსრ კავშირმა კი, საზღვრები ბალტიისპირეთში და უკრაინაში გაამაგრა, ბელარუსში კი — არა, რამაც ქვეყანა ნეგატიურ შედეგებამდე მიიყვანა.

აღმოსავლეთის ფრონტის გარღვევის შემდეგ, გერმანელები ლენინგრადამდე მივიდნენ, მაგრამ ვერ აიღეს. ჩავარდა ყირიმის აღების გეგმაც... და მაშინ, ჰიტლერმა ძირითადი ძალები მოსკოვისკენ მიმართა. იმავე წლის ზაფხულში უკვე ცნობილი გახდა, რომ «ბარბაროსას» გეგმას სულ ტყუილად არა ჰქონდა სარეზერვო გეგმა... აგვისტოს ბოლომდე გერმანელები მოსკოვამდე მისვლას გეგმავდნენ, შემოდგომაზე ვოლგაზე გადასვლას და ამიერკავკასიაში ჩამოსვლას. თუმცა, ჩანაფიქრის უმრავლესობა, მხოლოდ გეგმის სახით, ფურცელზე დარჩა, რადგან უკვე 1941 წლის შემოდგომაზე, წითელი არმია კონტრშეტევაზე გადავიდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფიურერის, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმას, გერმანული სამხედრო სარდლობის ყველა წევრი არ უჭერდა მხარს. ხოლო, თანამედროვე ექსპერტები ჰიტლერის ყველაზე დიდ შეცდომად, მის გერმანული ბლიცკრიგის უნივერსალურობის რწმენას თვლიან. ის დარწმუნებული იყო, რომ თუ აღნიშნულმა მეთოდმა ისეთი ძლიერი არმიის მქონე ქვეყნებთან გაამართლა, როგორიც საფრანგეთი და პოლონეთი იყო, სსრ კავშირის გასანადგურებლადაც გამოდგებოდა. ჰიტლერი არ იყო მზად გაჭიანურებული ომისთვის, ამიტომ ის რისკზე წავიდა... და წააგო.

ფიურერის კიდებ ერთი შეცდომა ის იყო, რომ მას არ სჯეროდა დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, სსრ კავშირის სამხედრო და ტექნიკური ძლიერების შესახებ. გერმანული სარდლობის გათვლებით, ზამთრისთვის ომი უნდა დასრულებულიყო და ამიტომ, ჯარს ზამთრის ეკიპირებაც კი არ ჰქონდა. და აქ ისმის კითხვა: იცოდნენ კი ნიჭიერმა გერმანელმა სამხედრო მეთაურებმა რუსული ზამთრის შესახებ? რა თქმა უნდა, იცოდნენ! მაგრამ, რაში აინტერესებდათ ზამთარი, როდესაც ომი ზაფხულში უნდა დასრულებულიყო?!

განაგრძეთ კითხვა

სევე დაგაინტერესებთ:

შოკისმომგვრელი ფაქტები ნაცისტური გერმანიის შესახებ

 

ვინ არის ფილმ "ცხოვრება მშვენიერიას" პატარა გმირის პროტოტიპი და როგორ ემალებოდა 3 წლის ბავშვი ფაშისტებს სინამდვილეში

 

შეთქმულების თეორიები, რომლებიც შესაძლოა სიმართლე იყოს